მე, მაია იოსების ასული დიაკონიძე, დავიბადე ქ. თბილისში 1962 წლის 11 დეკემბერს.
1979 წელს დავამთავრე ქ. თბილისის 149-ე საშუალო სკოლა. იმავე წელს ჩავაბარე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სახალხო მეურნეობის დაგეგმვის ფაკულტეტზე, შრომის ეკონომიკის სპეციალობით, რომელიც წითელ დიპლომზე დავამთავრე 1984 წელს. შემდგომ სწავლა განვაგრძე იმავე სპეციალობით ასპირანტურის განყოფილებაში. 1984-1094 წლებში ვმუშაობდი საქართველოს სახალხო მეურნეობის დაგეგმვის და ეკონომიკის კვლევით ინსტიტუტში ლაბორანტის, უმცროსი, ხოლო შემდგომ უფროსი მენიერ-თანამშრომლის თანამდებობებზე. 1997-1998 წლებში ვიყავი ეკონომიკური მიმომხილველი ჟურნალ «ფინანსებსა» და გაზეთ «გადასახადებში». 2001წლიდან 2005 წლამდე ვეწეოდი პედაგოგიურ მოღვაწეობას ჰუმანიტარულ-ტექნიკურ ინსტიტუტში. ვარ 20-ზე მეტი სამეცნიერო შრომისა და სტატიის ავტორი.
ვარ გატაცებული პოეზიითა და მხატვრობით. ლექსების წერას სერიოზულად მოვკიდე ხელი 2012 წელს. ამავე წელს ჩემი ლექსები დაიბეჭდა გაზეთში "მწერლის გაზეთი", შემდგომ გაზეთებში "ქართული სიტყვა" და "ლიტერატურული მესხეთი". 2013 წელს მივიღე ლიტერატურული კონკურსის "შოთაობა" მეორე პრემია, რელიგიურ თემატიკაში, 2014 წელს გავხდი კონკურს "ემიგრანტის წერილის" ფინალისტი, ასევე ვარ კონკურს "ბერიკონის" ერთ-ერთი გამარჯვებული. 2017 წელს მივიღე მესამე პრემია საბავშვო პროზაში ჩატარებულ კონკურსში "ბუკნაჭო". ამავე წელს კვლავ გავხდი ლიტ. კონკურსის "შოთაობა" მეორე პრემიის მფლობელი. ასევე ვარ ლიტერატურული კონკურსის "წმინდა ნინოს" ერთ-ერთი ნომინანტი. ჩემი ლექსები და ესეები გამოქვეყნებულია სხვადასხვა წიგნებსა და ჟურნალებში. ვარ ერთი საბავშვო წოგნის "იოცნებეთ ყველამ" (2015) და წიგნის "კოცნას მიგზავნის იასამანი" (2017) ავტორი.

მყავს მეუღლე და სამი შვილი.
No comments:
Post a Comment