ყველაფერი ყველაფერზე დიდებული...
არმაზს იქნებ ნიკორწმინდა ჯობია,
გრემს ამშვენებს მზის სხივები, კიდებული, -
ოქრონაზავს თან სირმებიც ჰქონია.
ვარდს ფურცლები ალუბლისფრად შეფაკვლია,
თეთრს კი თავი დაუხრია მიწაზე,
-გენაცვალე, დილასავით დიდებული,
.სალბუნივით დაედები იარებს.
დაამშვენეთ საქართველო, ღმერთის ნებით,
ცაც ლამაზი, ბარიც კარგი გვქონია,
ყველაფერი ყველაფერზე დიდებული,
მარადიულ უკვდავების ტოლია.
No comments:
Post a Comment