Sunday, December 1, 2013

თუ როგორც ადრე...

თუ როგორც ადრე...

ხანძთის გოდებას გაძარცვული 
სევდით ვპასუხობთ,
ტაო დაგვკლდა,  ეს ქვეყანა, 
ვერ იშრობს ცრემლებს,
ჯვრით ხელში მკვდარი დასაფლავდა 
ჩემი ბებია,
მუხლზე დაჩოქილ ჩვენს წინაპრებს 
წაართვეს ნენე.
ვარსკვლავთმრიცხველო, გადახედე 
ამ ზეცის რუკას,
ნუთუ ვერ ხედავ ჩვენს მომავალს, 
რა გველის მერე?!
ფეხზე დამდგარი საქართველოს 
დროშა ფრიალებს,
თუ როგორც ადრე, მატიანეს 
სულ სხვები წერენ?! 
მაია დიაკონიძე
1.12.2013 წელი

No comments:

Post a Comment