ფულზე არის დაგეშილი დღეს ადამის სამყარო,
წაუყვია მავანს დინგი, დოლარებში ბანაობს,
ზოგმა ცამდე რომ აზიდოს სამშობლოსთვის ხარაჩო,
საჭმლისთვისაც არ აქვს ფული და ნერვები ღალატობს.
ალბათ, აღარც გეღირსება სამუშაო ადგილი,
თუ კი ორმოცს გადასცილდი, მიწისქვეშ გაქვს ადგილი.
უნიჭოებს ადევთ თავზე "პატივიც" და გვირგვინიც,
ფიროსმანს და გალაქტიონს აიღებდნენ ქილიკით.
ყირამალა თუ ტრიალებს დღეს ეს ლურჯი სამყარო,
დამყაყებულ მინდორ-ველზე ვაზი როგორ ვახაროთ?!
No comments:
Post a Comment