ის დილით ადრე დგებოდა, ყვავილებს რწყავდა, ლოგინებს ამზეურებდა, ბალიშებს ბერტყავდა, ყველა ნივთს ეფერებოდა, რაც დედისგან დარჩა, საღამოს ისევ რწყავდა ყვავილებს, ქოთნებს უცვლიდა გაზაფხულზე, მზრუნველი ხელი არ მოაკლდეთო. ყვავილებიც სიყვარულით პასუხობდნენ, ყვაოდნენ ზამთარ-ზაფხულ წითლად, ყვითლად, თეთრად, უღიმოდნენ, თითქოს დედა უღიმოდა საიქიოდან.
No comments:
Post a Comment