რა მალე დასცვივდა ფოთლები საღამოს...
სადღაც იქ, შორეთში, ღამემ დღე აღამოს,
სადღაც იქ, შორეთში, წვიმები ტირიან,
ყვითელი ფოთლები ქარდაქარ მიქრიან.
მიქრიან, თან მიაქვთ ოცნება, იმედი,
ორქიდეები, ვარდები, ტიტები,
ხატაურა მთა, ჭრელ-ჭრელი მინდვრები,
ფერს კარგავს სამყარო, შენ რომ არ იქნები.
რა მალე დასცვივდა ფოთლები საღამოს,
სუნთქვას რომ იკრავდა სამშობლოს ხილვებით,
დგას ამ შემოდგომის უტყვი სიმფონია,
ისევ ჩემს გულში ხარ, ისევ მეფიქრები.
,
No comments:
Post a Comment