ერთ სასახლეში გოგონა ცხოვრობდა, მებაღის შვილი. დიდი გამრჯე და მშრომელი გახლდათ, ხან მამას ეხმარებოდა ყვავილების მოვლაში, იმიტომ რომ ყვავილები ძალიან უყვარდა, ხან ოჯახში საქმიანობდა, დედა არ ჰყავდა და საჭმელს მამას და და-ძმებს ვინ გაუკეთებდა?! ის ხომ და-ძმებში ყველაზე დიდი იყო, ხანაც ხალიჩებს ქსოვდა, მერე ყიდდა, რომ მამას დახმარებოდა ოჯახის რჩენაში. ერთხელ როცა თავისი ხალიჩა ბაღში გამოიტანა და გასაშრობად გაფინა, სასახლის პატრონის ვაჟმა დაინახა და ხალიჩის სანახავად ბაღში ჩავიდა, გაოცებული შესცქეროდა ფერად-ფერად ყვავილებს, რომლებიც ხალიჩიდან უცინოდნენ და ესიყვარულებოდნენ. იკითხა, ვისია ეს ნახელავიო, გოგონამ, ჩემიაო, ვაჟმა კარგად გადაუხადა გოგონას და ხალიჩა სახლში წაიღო, ძირს გავფენ, მეგონება ყვავილების ბაღში დავდივარო. გოგონამ ახლა სხვა ხალიჩის ქსოვა დაიწყო, ვაჟმა გადმოიხედა ფანჯრიდან და ვარსკვლავებიანი ცა დაინახა ხალიჩაზე დახატული, ეს ხალიჩაც ძალიან მოეწონა და იყიდა, ჭერზე გავაკრავ, იმ ოთახში ყოველთვის ვარსკვლავებიანი ცა მეხურება თავზეო, მათ ქვეყანაში, ხომ სულ წვიმდა, მოწმენდილ ვარსკვლავებიან ცას იშვიათად თუ ნახავდა ადამიანი. გოგონას ვაჟი ძალიან მოსწონდა, ამიტომ ახალ ხალიჩაზე გოგონა და ბიჭი დახატა, რომლებიც გზაზე ხელიხელჩაკიდებული მიდიოდნენ, გარშემო კი ულამაზესი მთები და ზღვა იყო. ეს ხალიჩაც იყიდა ვაჟმა.
სასახლეში ერთი კუდიანი დედაბერი ცხოვრობდა, სასახლის პატრონს ენა მიუტანა, თქვენს ვაჟს და მებაღის ქალიშვილს მგონი ერთმანეთი მოსწონთო. სასახლის პატრონმა გადაწყვიტა გოგონა გადაემალა, ამიტომაც ცხრაკლიტულში ჩასვა, გასაღები კი მუდამ თან დაჰქონდა. მოწყენილმა გოგონამ მცველებს სთხოვა, საქსოვი დაზგა და ძაფები მომიტანეთო. ამჯერად გოგონას ხალიჩა მხოლოდ შავ-თეთრი გამოვიდა, ღამით მოქსოვილი შავი იყო, დღისით მოქსოვილი - თეთრი. დაამთავრა მან ხალიჩის ქსოვა და მცველებს სთხოვა პატრონის ვაჟისთვის მიეტანათ, იქნებ მოსწონებოდა და ეყიდა, მონაგები კი მამამისისთვის გადაეცათ. ვაჟმა შეხედა და გოგონას ნახელავი იცნო, მოიკითხა, სად არისო, დაიკარგაო, უპასუხეს. მიხვდა, დატუსაღებული იყო, შავ-თეთრს ტყუილად არ დახატავდაო. მცველს სთხოვა, გოგონასთან მიეყვანა. გუშაგს ძალიან ეცოდებოდა ქალიშვილი, ამიტომაც სურვილი შეუსრულა. როცა ვაჟი გოგონას ოთახში შევიდა, ის ისევ შავ-თეთრ ხალიჩას ქსოვდა. გაეხარდათ ერთმანეთის დანახვა. გადაწყვიტეს, მოესხათ ხალიჩები შავ-თეთრი ზოლებით და ისე გაპარულიყვნენ გარეთ, მაგრამ კუდიანმა დედაბერმა მაინც შეამჩნია ქალ-ვაჟი, მაშინ მათ მინდორს მიაშურეს,რომ არ შეეპყროთ, ღმერთს სთხოვეს დახმარება, სირბილში ისინი ზოლებიან ზებრებად იქცნენ, რომლებიც დღესაც სერავენ უკიდეგანო ტრამალებს, რომ არავინ შეძლოს მათი დაჭერა. მათ ფეხქვეშ ყოველთვის ყვავილებიანი ველია, ზევიდან ვარსკვლავებიანი ცა დაჰყურებთ.

No comments:
Post a Comment