კონვერტი დიდი სიფრთხილით გავხსენი, ხელწერა მაშინვე ვიცანით:
" მის დევიტსონ, ჩემს მეგობარზე მინდა გაგესაუბროთ, აუცილებელი საქმე მაქვს და გთხოვთ შეხვედრაზე დამთანხმდეთ, ხვალ, შვიდ საათზე კაფე "შანსონში'',
ღრმა პატივისცემით, ვილიამ ბლექი."
- ეს ორი წერილი ერთი ადამიანის დაწერილია, მის კატრინას მისაღებ ოთახში მაგიდაზე ვიპოვე. - სწრაფად განმიმარტა ვილიამმა.
- ეს საცოდავი ჩემ გამო მომკვდარა.- კიდევ უფრო დავმწუხრდი კატრინას გამო, თვალწინ წარმომიდგა მისი ლამაზი სახე, მკვლელი აუცილებლად უნდა დავიჭიროთ. გავიფიქრე,
- ფრედ, ჩემი აზრით. თვალყური უნდა ვადევნოთ მის სტუარტს. - სხვათაშორის მითხრა მეგობარმა.
- მაგ ქალმა შენ კი თვალი დაგადგა, რა მოტივი უნდა ჰქონდეს, შენი აზრით? -დაინტერესებულმა ვკითხე.
- არ ვიცი, სიმართლე გითხრა, შეიძლება შურდა მისი. - განაგრძო მსჯელობა ვილიამმა.
- ჩანს, რომ მის ელიზაბეტს სახარბიელო ცხოვრება არ ჰქონია, - ვთქვი მე.
- რას გაუგებ ქალებს, უცნაური არსებები არიან. - მითხრა და სახე უსიამოვნოდ შეეჭმუხნა.
- შენ ცოტათი მაინც არ მიგიზიდა ამ ქალმა? ძალიან ლამაზი არსებაა, შენ კი არავის აქცევ ყურადღებას. - გამომცდელი მზერა მივაპყარი, მაგრამ ვილიამი არ დაიბნა და სხარტად მიპასუხა:
- ჯერ საქმე, მეგობარო, მე სუსტი სქესი გზა-კვალს ვერ ამიბნევს, ისე, მართლაც მშვენიერია, მაგრამ ზედმეტად ნერვიული მომეჩვენა, ეგეთებისგან კი შორს უნდა იყო, რამე შარში, რომ არ გაგხვიონ. ახლა კი, ვისადილოთ და დავადგეთ გზას ჰარისონებისკენ. - თქვა და გაიღიმა.
გემრიელად ვისადილეთ, თუმცა სისხლიანი სტეიკის დანახვამ, რომელიც ბლექმა შეუკვეთა, კატარინა გამახსენა და უსიამოვნო გრძნობა დამიტოვა. როგორც ყოველთვის, მაგარი ნალექიანი ყავა მივაყოლეთ ნოყიერ სადილს და უკვე წასვლას ვაპირებდით, რომ მოულოდნელად კაფეში უცნაური ქალი გამოჩნდა, თავზე წითელი თავშალი წაეკრა, სამკაულებიც უხვად აესხა გულმკერდსა და თითებზე, ჭროღა დიდი თვალებით ათვალიერებდა დარბაზში მსხდომებს, რატომღაც მზერა ჩვენზე შეაჩერა, ღია წითელად შეღებილი ტუჩები მოკუმა და ჩვენკენ გამოემართა. მოუსვენრობის გრძნობა დამეუფლა, ჩემი მეგობარი კი, როგორც ყოველთვის, გულგრილად შესცქეროდა მოახლოებულს.
-ბატონებო! - მოგვმართა ქალმა. - ხომ არ გიმკითხაოთ?
მე სწრაფად ვიუარე, ვილიამი კი, ჩემდა გასაკვირად, დათანხმდა, გავოცდი, რადგან ის საკმაოდ სკეპტიკურად უყურებდა ასეთ საკითხებს. ალბათ გართობა თუ გადაწყვიტა, გავიფიქრე ჩემთვის.
ქალმა მაგიდიდან აიღო მისი ყავის ჭიქა, ნალექი ლამბაქზე გადმოაპირქვავა და ხელსახოცი მოითხოვა, ვილიამი აუღელვებლად უყურებდა მის ყოველ მოძრაობას, მე პერიოდულად თვალს მიკრავდა. ქალმა ხელსახოცზე შეამშრალა ფინჯანი და შემდეგ ხელში დაატრიალა. ის ისე მონდომებით იყურებოდა მასში, რომ მეც დამაინტერესა, თუ რას იტყოდა.
- ოოო, მარტივი სამუშაო არ გქონიათ, - ოდნავი ირონიით უთხრა ვილიამმა.
- თქვენც არ გქონიათ მარტივი ცხოვრება, როგორც ვხედავ, მალე ახალგაზრდა გოგონას გაიცნობთ, რომელსაც ძალიან შეიყვარებთ, მაგრამ მანამდე რაღაც უბედურება გელოდებათ, ვხედავ ძაღლიან კაცს, უფრთხილდით მას, სისხლი დაიღვრება... თუმცა მთვარე... მთვარე ყველა საიდუმლოს გაგანდობთ, მხოლოდ ის არის ამ ყველაფრის მოწმე!
- ჩვენ ერთმანეთს გაოცებულებმა გადავხედეთ, გადავწყვიტეთ მისთვის ფულის მიცემა, მაგრამ მოხედვაც ვერ მოვასწარით, რომ ის უეცრად გაუჩინარდა. სადილის შემდეგ ვილიამთან შევიარეთ, ცოტა დავისვენეთ, წინასწარმეტყველებაზე კარგა გულიანად ვიცინეთ, მაგრამ აშკარა იყო, რომ ორივეს მეხსიერებაში ჩაგვრჩა ქალის ნათქვამი. ბლექი მოუთმენლად ელოდა ჰარისონებთან შეხვედრას.
საღამოხანს ჩავსხედით ''შევროლეში'' და გზას დავადექით. სახლში უმცროსი ჰარისონი დაგვხვდა, რომელიც უძინარი, დადარდიანებული და სევდიანი იყო, ჩვენ მას კიდევ ცოტა გავესაუბრეთ მამამისის მოლოდინში, რომელიც შვილის თქმით კაბინეტში მუშაობდა და მალე შემოგვიერთდებოდა. ვილიამი კითხვებს უსვამდა მამის შესახებ, აინტერესებდა ის რა პროფესიის იყო და რას მოღვაწეობდა.
- მამაჩემი ბოლო ათი წელია ღვინის ბიზნესითაა დაკავებული, მოსავალიც თვითონ მოჰყავს, ბევრი ვენახები გვაქვს, მამას ძალიან უყვარს ყურძნის მოვლა. - უხალისოდ ლაპარაკობდა დილანი.
-დედათქვენი რას საქმიანობს? - საუბარში ჩავერთე მე, თუმცა კარგად ვიცოდი, რომ დედა არ ჰყავდა, რამე ხელჩასაჭიდს ვეძებდი...
- იცით რა, მე დედაჩემს სამწუხაროდ არც კი ვიცნობდი, ჩემს მშობიაობას გადაჰყვა. -დამწუხრებულმა გვითხრა.
ამ დროს ოთახის კარი გაიღო და შემოვიდა ახოვანი, გემოვნებით ჩაცმული, სუფთად წვერგაპარსული წარმოსადეგი მამაკაცი. შვილმა მამა წარმოგვიდგინა, ვილიამი სხარტად წამოდგა და ხელი ჩამოართვა მაიკლს, მათ შორის გრძელი დიალოგი გაიმართა, კარგად გაუგეს ერთმანეთს, ხოლო მე და უმცროსმა ჰარისონმა ზედმეტად მივიჩნიეთ თავი და აივანზე გავედით სასაუბროდ, თუმცა ცალი ყური მოსაუბრეებისკენ მქონდა მიპყრობილი, მეშინოდა, ბლექს რაიმე დეტალი არ გამორჩენოდა მხედველობიდან. როგორც აღმოჩნდა, წლების წინ, როცა ცოლ-ქმარი ჰარისონები დასასვენებლად იმყოფებოდნენ, მის გრეტას ნაადრევი მშობიარობა დასწყებოდა, გამოუვალი მდომარეობა შექმნილა იმის გამო, რომ ახლო-მახლო სამედიცინო პუნქტი არ ყოფილა და მეუღლეს თვითონ მიუღია მშობიარობა, ქალი დაიღუპა, სწორედ იმის წყალობით, რომ მაიკლი გარკვეული იყო მედიცინაში, მან ვაჟის სიცოცხლე შეინარჩუნა. მამამ შვილი მარტომ გაზარდა. ეს ყველაფერი საკმაოდ სანტერესოდ მომეჩვენა და გავიფიქრე, მომავალში სწორედ ამაზე მესაუბრა ვილიამთან.
გავიგონე მისტერ ბლექის მნიშვნელოვანი კითხვა, რომელიც მაიკლს დაუსვა, თუ რატომ იყო ის წინააღმდეგი სარას და დილანის ქორწინების.
- სიმართლე, რომ გითხრათ ეს გოგონა ბევრს ლაპარაკობდა, ალბათ როგორც ჟურნალისტებს სჩვევიათ და სათანადო აღზრდაც არ ჰქონდა მიღებული, თუმცა ძალიან გული მწყდება მისი დაღუპვის გამო, რადგან ჩემს შვილს ძალიან უყვარდა და ახლა იტანჯება. თანაც რა საშინლად დაიღუპა...- თქვა და სიგარას მოუკიდა.
ჰარისონები გაგვიმასპინძლდნენ საუკეთესო ღვინოებით, დიდხანს არ გვიშვებდნენ. მხოლოდ ათი საათისთვის მოვახერხეთ მათი სახლის დატოვება. გამოსვლისას ისევ რაღაც ცხოველის ყმუილი მოგვესმა, ხმა შორიახლოდან მოდიოდა, ტანში ჟრუანტელმა დამიარა.
დაღლილები მანქანაში ჩავსხედით და პოლიციის განყოფილებისკენ გავემართეთ, წერილების შემოწმება გვინდოდა, იქნებ რამე ფარული მინიშნება გვეპოვა...
No comments:
Post a Comment