ვნახე, ბროწეულს
ასკდებოდა
კანი და ფერი,
შიგნით აღმოჩნდა
ფუყე და ძველი,
სულით კეთილით
გაანათე
სამშვენი შენი.
Saturday, February 29, 2020
Friday, February 28, 2020
მედეას (ავტ. თამარ ღვინაძე)
მედიკო ჩემო საყვარელო მეგობარო როგორ შეგვარყიე შენი ამ ქვეყნიდან წასვლით,მეგონა ცრემლი გამშრალი მქონდა,,,,მე და ნინო ჯერ ვერ მოვედით შენს პანაშვიდზე ფიზიკურად, გვიჭირს, ვერ ვეგუებით შენს წასვლას, მედიკო ამდენი ადამიანი გავაცილე ამ ქვეყნიდან და ხმით ვერ დავიტირე, ჩემი ელენე მეუბნეოდა დედა და მამა ასე არ გიტირიაო, იმიტომ რომ ჩვენ შენმა მეგობრებმა ვიცოდით შენს სულში რა ტრიალებდა და ბოლომდე ვერ ვიდექით შენს გვერდით, პრაქტიკულად, ჩვენი გაუსაძლისი ყოფიერების გამო.ახლა საბოლოოდ მინდა გელაპარაკო, მოგიბოდიშო და მოგეფერო.
გამაოგნებელი თავმდაბლობით და სიჩუმით იტანდი ყველა წყენას და უსამართლობას რასაც გარშემომყოფნი დაუფიქრებლად მოგაგებდნენ, მხოლოდ თვალები გაგცემდნენ, რომელშიც სამყაროს დანახვა შეიძლებოდა..."მაგრამ ბრმათათვის მზე არასდროს ამოდის"სამყაროს როგორ დაინახავდნენ.
ბოლომდე არ ვიცი შენი გარდაცვალების მიზეზი,მაგრამ რაც არ უნდა იყოს ეს შედეგია იმ ცხოვრების რაც შენ გამოიარე.კი შენი დედმამიშვილები და მეგობრები გიხალისებდით უფერულ აწმყოს, მაგრამ რეალობა რეალობად რჩებოდა. ახლა იუმორით მინდა გავიხსენო: რომ გავთხოვდი ქალაქის თითქმის ყველა უბანში მოოხვედრისას დათოს ვეუბნეოდი აქ მედიკო ცხოვრობდა, აქ მედიკო ცხოვრობდა,მერე დათო ხუმრობდა ეს ქალაქი თამუნას მეგობრისააო, რეალურად "ამ ქალაქის პატრონი"ხშირად ცარიელი ხელებით იყავი იდიალური დედა, ცოლი, შვილი, და და მეგობარი.
საზოგადოების თვალით სუსტი ადამიანი,სუსტი ადამიანი კი არა, მედიკო დიაკონიძე დედოფლად იყო დაბადებული და როგორც ბაბშვი ვერ გრძნობს სიბინძურეს და მიწაში ხელებით თამაშობს, ისე მედიკოც ბოლომდე დედოფალი იყო და ისხლეტავდა ყოფიერების სიბინურეს,სულიერად, თუმც ამ ყოფიერებაში ცხოვრობდა და აცხოვრებდნენ.
P.S.ახლა ზოგადად ყველა იმ ადამიანს ვისაც თავი შემდგარი, ძალიან ჭკვიანი და სამაგალითო გონია და თანაც საკუთარ ცხოვრებას მაგალითად გვთავაზობს, გულწრფელად სარკაზმის გარეშე მინდა ვუთხრა:გაიხსენეთ რის ფასად გაქვთ ყოველივე?! როცა ადამიანი იქცევა , მაშინ შევაშველოთ ხელი უპირობოდ, თორემ,რომ გარდაიცვლება ვეღარაფერს ვშველით.

მედეას (ერთსტროფიანი)
ნეტავ, ვინ იცის,
მე რა დარტყმა გადავიტანე,
მზეს შევხაროდი,
კუნაპეტი ჩამოწვა ღამე.
მე რა დარტყმა გადავიტანე,
მზეს შევხაროდი,
კუნაპეტი ჩამოწვა ღამე.
Friday, February 21, 2020
არ ველოდი... (ერთსტროფიანი)
მე ველოდი ათას ვარსკვლავს,
ბნელ კუთხეში დამიღამდა,
ბოროტის მქმნელს ედოს დამღად,
რაც ვიწვნიე, რაც გადამხდა.
ბნელ კუთხეში დამიღამდა,
ბოროტის მქმნელს ედოს დამღად,
რაც ვიწვნიე, რაც გადამხდა.
ყინვა- გულში ჩარჩენილი (ერთსტროფიანი)
შევეჭიდე ქარს და ყინვას,
მაგრამ მალე დავზავდით,
მაშინ გულში ჩარჩენილი
ყინვა მომყვა აქამდის.
მაგრამ მალე დავზავდით,
მაშინ გულში ჩარჩენილი
ყინვა მომყვა აქამდის.
Thursday, February 20, 2020
დრო (ერთსტროფიანი)
ყველაფერი, რაც გვაბადია,
ადრე თუ გვიან,
დროს დაუნდობელს, დანაშალი,
საფლავში მიაქვს.
შენი ცეცხლი მკლავს
წყაროს წყლისა ვარ ნაჟური,
ამ მთიდან იმ მთას მივდივარ,
ვიღაცისათვის დღის შუქი,
ვიღაცისათვის ბინდი ვარ,
მივალ, ყვავილებს ვუმღერი,
მზეს შევტრფი ლამაზს, ყირმიზას,
ღამით ვარსკვლავებს ვუცინი,
შენი ცეცხლი მკლავს გიზგიზა.
ყვავილი (ერთსტროფიანი)
ყველაფერი რომ ქვეყნად დაიმსხვრეს,
ყვავილი მაინც გაიმაისებს,
შეეგებება ფერად აისებს,
სულს ძველებური ხიბლით აგვივსებს.
ყვავილი მაინც გაიმაისებს,
შეეგებება ფერად აისებს,
სულს ძველებური ხიბლით აგვივსებს.
სახიერო, დიდო ღმერთო!
სახიერო, დიდო ღმერთო,
მტერთა ნათქვამს როგორ ვენდო,
- არ იქნება საქართველო, -
გვიტოვებენ ერთ-ორ ფერდობს,
თუმცა, ვიცი, ჟამი მეფობს
მოყვარეც კი ერსა მტერობს,
ჩვენს ჭალას და ჩვენს ჭრელ მინდორს,
ნუ გაატან გველს და ტრიტონს.
Tuesday, February 18, 2020
მდიდარის ქონი (ერთსტროფიანი)
ეჰ, ჩვენ უმეცართ
ხშირადა გვშურს
მდიდარის ქონის,
ის კი არ ვიცით,
სამოთხეში შედის არმქონი.
ხშირადა გვშურს
მდიდარის ქონის,
ის კი არ ვიცით,
სამოთხეში შედის არმქონი.
ლაზათი (ერთსტროფიანი)
სხვა ლაზათი აქვს
ზოგიერთის
სულ მცირედ ნათქვამს,
მავანი კიდევ სჯობს დადუმდეს
და სიტყვა არ თქვას.
ზოგიერთის
სულ მცირედ ნათქვამს,
მავანი კიდევ სჯობს დადუმდეს
და სიტყვა არ თქვას.
Monday, February 17, 2020
კეთილ საქმეს თუ გააკეთებ (ერთსტროფიანი)
კეთილ საქმეს თუ გააკეთებ, ნუ ითხოვ პასუხს,
ღმერთია მაღლა, დაგიფასებს, ძესა თუ ასულს,
ნუ ელოდები, გაცემულზე მიიღო ხურდა,
"მადლი ქენიო, წინ დაგხვდება", წინაპართ უთქვამთ.
ღმერთია მაღლა, დაგიფასებს, ძესა თუ ასულს,
ნუ ელოდები, გაცემულზე მიიღო ხურდა,
"მადლი ქენიო, წინ დაგხვდება", წინაპართ უთქვამთ.
მოთმენა გქონდეთ (ერთსტროფიანი)
- მოთმენა გქონდეთ, - გვევედრება მწყემსი კეთილი,
ჭირთმა თმენითა, სურს მივიღოთ ჩვენ გაკვეთილი,
მაგრამ ამაოდ შვრება ხშირად უფალი ჩვენი,
უსასოობის მორევში ვართ ჩვენ ჩაცვენილნი.
ჭირთმა თმენითა, სურს მივიღოთ ჩვენ გაკვეთილი,
მაგრამ ამაოდ შვრება ხშირად უფალი ჩვენი,
უსასოობის მორევში ვართ ჩვენ ჩაცვენილნი.
უღმერთოს (ერთსტროფიანი)
თითქოს არაფერს ითხოვ,
- მე გავაკეთე თვითონ, -
ამბობ, არა გწამს ღმერთი,
თმა რად არ გცვივა ერთი.
- მე გავაკეთე თვითონ, -
ამბობ, არა გწამს ღმერთი,
თმა რად არ გცვივა ერთი.
კაცის სიავე (ერთსტროფიანი)
ბევრია ახლა, დააგროვოს უნდა ქონება,
სწავლა არა სურს და შეგონება,
ძარცვა-სიავით ის ფულს შოულობს,
კაცისგან პატივს რაღად თხოულობს?!
სწავლა არა სურს და შეგონება,
ძარცვა-სიავით ის ფულს შოულობს,
კაცისგან პატივს რაღად თხოულობს?!
მტერი და მოკეთე (ერთსტოფიანი)
მტერს და მოკეთეს ერთნაირად უნდა მოექცე,
მაშინ ხარ ბრძენი, მომღერალიც, დიდი მოლექსე,
მოყვარედ მტერი გაიხადო, ესაა საქმე,
მაშინ უფალიც, შენიანიც, მტერიც კი გაქებს
მაშინ ხარ ბრძენი, მომღერალიც, დიდი მოლექსე,
მოყვარედ მტერი გაიხადო, ესაა საქმე,
მაშინ უფალიც, შენიანიც, მტერიც კი გაქებს
მდიდრის სიტყვა (ერთსტროფიანი)
მავედრებელო, შენს თვალებში ცრემლი შევნიშნე
და იმ წუთებში, საკითხ წიგნში ჩავდე სანიშნე,
მაგრამ დრო გადის, შენი თხოვნა გადამავიწყდა,
უცებ უფალმა კვერთხი მდრუზა, ისე მანიშნა.
და იმ წუთებში, საკითხ წიგნში ჩავდე სანიშნე,
მაგრამ დრო გადის, შენი თხოვნა გადამავიწყდა,
უცებ უფალმა კვერთხი მდრუზა, ისე მანიშნა.
სიკეთე თესეთ (ერთსტროფიანი)
სიკეთე თესეთ, გვაფრთხილებს ღმერთი,
თორემ ბოროტის გავხდებით მსხვერპლი,
ვერ გადავრჩებით ადამის ძენი
და სამყაროსაც დაღუპვა ელის.
თორემ ბოროტის გავხდებით მსხვერპლი,
ვერ გადავრჩებით ადამის ძენი
და სამყაროსაც დაღუპვა ელის.
დედამიწა (ერთსტროფიანი)
დედამიწაა ჩვენი წყარო, ჩვენი მდინარე,
სიცოცხლის ძალა, იმედი, რომ გვაერთიანებს,
მაინც არ გვიყვარს, არა ვწყალობთ, არ ვუფრთხილდებით,
ნეტავ, რას ვფიქრობთ, იტრიალებს ვისი იმედით?
სიცოცხლის ძალა, იმედი, რომ გვაერთიანებს,
მაინც არ გვიყვარს, არა ვწყალობთ, არ ვუფრთხილდებით,
ნეტავ, რას ვფიქრობთ, იტრიალებს ვისი იმედით?
Sunday, February 16, 2020
Saturday, February 15, 2020
აპათია (ერთსტროფიანი)
სასოწარკვეთა არ მაპატია,
მიტომ შემეპარა აპათია,
ღმერთმა თქვა: თუ რამ გაბადია,
ცხენი, ძველი ქუდი, ნაბადია.
მიტომ შემეპარა აპათია,
ღმერთმა თქვა: თუ რამ გაბადია,
ცხენი, ძველი ქუდი, ნაბადია.
Thursday, February 13, 2020
წერენ და უკვე, რას აღარ წერენ (ერთსტროფიანი)
წერენ და უკვე, რას აღარ წერენ,
იღლიან ტყუილად მაჯებს და მყესებს,
არ ენანებათ, ნუთუ, მელანი,
ანდა ფურცელი, ჩვენი ტყე არის.
იღლიან ტყუილად მაჯებს და მყესებს,
არ ენანებათ, ნუთუ, მელანი,
ანდა ფურცელი, ჩვენი ტყე არის.
Wednesday, February 12, 2020
არ აშენდება ქვეყანა მღერით (ერთსტროფიანი)
ლექსის წერაზე ვთქვი მე უარი,
მინდორში მელის ხარი, გუთანი,
არ აშენდება ქვეყანა მღერით,
სჯობს ვანატიფო თავთუხის ღერი.
მინდორში მელის ხარი, გუთანი,
არ აშენდება ქვეყანა მღერით,
სჯობს ვანატიფო თავთუხის ღერი.
საბავშვო პოეტი - ლალი ღაჭავა მაია დიაკონიძის ზღაპარზე "ფანქრის მთლელი"
"ფანქრის მთლელი" ჯადოსნური ფანქრით დახატული ერთ-ერთი საუკეთესო ზღაპარია.
მშობლებს ვურჩევ,აუცილებლად წაუკითხონ თავიანთ პატარებს მაია დიაკონიძის ეს არაჩვეულებრივი ზღაპარი.
"მე მგონია,ჩემი სულის მდგომარეობას ყველაზე კარგად ზღაპარში გამოვხატავ,ყველაფერი ზღაპარია", _ნოვალისის ეს სიტყვები,ვფიქრობ, ჭეშმარიტ მეზღაპრეთა სულიერ განცდებს წარმოაჩენს.

Monday, February 10, 2020
ნეტავ, ვის სჭირდები?! (ერთსტროფიანი)
ნეტავ, ვის სჭირდები, როცა გეუბნებიან
და შენს მოვალეობასაც ვეღარ ასრულებ,
შენს თავს ეკითხები, რაღად გინდა სიცოცხლე?!
და შენს მოვალეობასაც ვეღარ ასრულებ,
შენს თავს ეკითხები, რაღად გინდა სიცოცხლე?!
ერთ დროს (ერთსტროფიანი)
ერთ დროს ამ გზაზე ძროხა იდგა სავსე ჯიქნებით,
თავზე ხელს ვხვევდი სიყვარულით და გარინდებით,
დღეს არავინ ჩანს, აღარც მტერი, აღარც მოყვასი,
მხოლოდ ცა მიცქერს პირაკრული თეთრი დოლბანდით.
თავზე ხელს ვხვევდი სიყვარულით და გარინდებით,
დღეს არავინ ჩანს, აღარც მტერი, აღარც მოყვასი,
მხოლოდ ცა მიცქერს პირაკრული თეთრი დოლბანდით.
Sunday, February 9, 2020
სუნთქვიდან ვიწყებთ! (ერთსტროფიანი)
სუნთქვიდან ვიწყებთ
სამშობლოს ძახილს
და მის გარეშე
ნურც გავძლო წამი!
სამშობლოს ძახილს
და მის გარეშე
ნურც გავძლო წამი!
"სხვა საქართველო სად არის?!" (ერთსტროფიანი)
ცრემლებად მიწა ჩამომდის
დარღვეული და ნაშალი,
და მაინც იმას ვიძახი,
“სხვა საქართველო სად არის?!”
დარღვეული და ნაშალი,
და მაინც იმას ვიძახი,
“სხვა საქართველო სად არის?!”
მაია დიაკონიძის პოეზიაზე, ავტ, საბავშვო პოეტი, ლალი ღაჭავა
განცდათა უშუალობა და გრძნობათა სიწრფელე მდინარესავით მოედინება ქალბატონ მაია დიაკონიძის ლექსებიდან.სხარტად,ლაკონიურად ჩამოქნილი აზრები მკითხველს ღრმად ჩააფიქრებს.
შინაგანი მზერის მიღმა არ რჩება ადამიანთა არც ერთი მანკიერი თვისება.სულიერ წონასწორობაშენარჩუნებული პოეტი ღრმად არის დარწმუნებული,რომ ბოროტებას აუცილებლად დაამარცხებს სიკეთე,ხოლო სიძულვილს_სიყვარული.
მაია დიაკონიძის პოეტური სტრიქონები სულიერი ამაღლებისაკენ მიმავალ გზას გვიჩვენებს,ამიტომაც მკითხველს ჰაერივით სჭირდება მისი პოეზია.

დრომ არ დაგვინდო
დრომ არ დაგვინდო და ჩამოგვრეცხა,
ფსკერზე ვასვენივართ ნაშალები,
აღარც რაი გვცხია დავითისა,
აღარც გვეზრდებიან თამარები,
გონზე სწრაფად თუ ვერ მოვეგებით,
ჟამი თან წაგვიღებს გამალებით.
ფსკერზე ვასვენივართ ნაშალები,
აღარც რაი გვცხია დავითისა,
აღარც გვეზრდებიან თამარები,
გონზე სწრაფად თუ ვერ მოვეგებით,
ჟამი თან წაგვიღებს გამალებით.
Friday, February 7, 2020
მე არ მეძინა (ერთსტროფიანი)
მე არ მეძინა წუხელის ღამით,
ვითვლიდი პულსით დაბერილ მაჯას,
რამდენი მქონდა ზღაპრული წამი,
გული კი ახალ სურვილებს მალავს.
ვითვლიდი პულსით დაბერილ მაჯას,
რამდენი მქონდა ზღაპრული წამი,
გული კი ახალ სურვილებს მალავს.
სული ეშმაკებს მიჰყიდა (ერთსტროფიანი)
სული ეშმაკებს მიჰყიდა,
ხორცს კი ყორნები ჭამენ,
ვინაც ცოდვები იკიდა
ობლის, მიეზღოს მწარედ.
ხორცს კი ყორნები ჭამენ,
ვინაც ცოდვები იკიდა
ობლის, მიეზღოს მწარედ.
Saturday, February 1, 2020
იმედის ტალღა (ერთსტროფიანი)
სულში და გულში აქოჩრდება
იმედის ტალღა
და დავივიწყებ წყენასაც და
ტირილით დაღლას.
და მზეობანას ვთამაშობ ისევ (ერთსტროფიანი)
ბავშვივით ისევ ძაფებსა ვხლართავ
და მზეობანას ვთამაშობ ისევ,
ვუმზერ ქალაქზე დაკიდულ ანძას,
მაგრამ ის ხიბლი არა აქვს უკვე.
და მზეობანას ვთამაშობ ისევ,
ვუმზერ ქალაქზე დაკიდულ ანძას,
მაგრამ ის ხიბლი არა აქვს უკვე.
თუ გადავრჩებით...
ხან მაცივებს და ხან მაცხელებს,
რომ ვუცქერ აწმყოს
და არც მომავლის იმედი მაქვს,
არ ვიცი, რატომ.
სული არა ჩანს და თარეშობს
ცოდვილი ხორცი,
თუ გადავრჩებით, სინანულით,
მხურვალე ლოცვით.
ანო, ძაღლი ჯუნა და სიმღერა (საბავშვო ზღაპარი)
ანოს სკოლაში სიარული ძალიან უყვარს, იქ ბევრ რამეს სწავლობს, წერა-კითხვა უკვე ისწავლა, ასამდე დათვლაც, ხატვასაც ასწავლიან, ბუნებასაც, მაგრამ სიმღერას არა, მასწავლებელი არ ჰყავთ, სოფლის სკოლიდან დიდი ხანია წავიდა, ახალი არა და არ მოდის. სიმღერა კი ანოს ძაღლ ჯუნას ძალიან უყვარს, სკოლის ეზოში ზის და მღერის ხოლმე, როცა ანო დაიძახებს "ა-ა-ა", "ე-ე-ე", მერე "ი-ი-ი", "ო-ო-ო", ბოლოს "უ-უ-უ", სხვა ბავშვებმაც ხომ ისწავლეს ეს ხმოვნები, ისინიც იმეორებენ, ჯუნა მათაც აჰყვება ხოლმე და დგას სკოლის ეზოში "სიმღერა", ხან ბავშვები მღერიან, ხან - ჯუნა. მასწავლებლებს ხელი ეშლებათ გაკვეთილების ჩატარებაშიო, თქვა ბრაზიანმა დირექტორმა, დაუცაცხანა ბავშვებს და ჯუნასაც. გაბრაზდა "სიმღერა", ეს რომ გაიგო, უჩემოდ როგორ იქნებით, ვნახავო და სკოლა მიატოვა, აღარ ისმოდა სიმღერა არც სკოლის ეზოში და არც საკლასო ოთახებში. ყველამ მოიწყინა, მასწავლებლებმაც კი, ხანდახან "სიმღერა" თავს კი აბეზრებდათ, როცა გაკვეთილებს ხსნიდნენ, ხელი ეშლებოდათ, მაგრამ უსიმღეროდ ყოფნა მეტისმეტი იყო.
ერთ დღესაც მოწყენილმა ანომ გადაწყვიტა "სიმღერა" ეპოვა, სკოლიდან გამოვიდა და ჯუნასთან ერთად ტყისკენ გასწია, ჩიტები ხომ მღერიან, იქნებ მითხრან, "სიმღერა" სად ვიპოვოო. ჩიტებმა ტყის განაპირას ქოხზე მიუთითეს, იქ ცხოვრობს "მუსიკა" თუ "სიმღერა", კარგად არ ვიცითო. მორიდებით დააკაკუნა კარებზე ანომ, კარები თეთრწვერა მოხუცმა გაუღო,"სიმღერას" ნამდვილად არ ჰგავსო, გაიფიქრა გოგონამ, ეგონა, "სიმღერა" ახალგაზრდა გოგო უნდა ყოფილიყო, მთლად გამოპრანჭული. შეიპატიჟა მოხუცმა ანო სახლში, ძაღლსაც მოუალერსა და ისიც შეიყვანა. გოგონამ ოთახის კუთხეში დიდი შავი ყუთი შენიშნა, არც სახლში უნახავს ასეთი და არც სკოლაში, ნეტავ რა არისო, გაიფიქრა, მოხუცი თითქოს მიხვდა ანოს ფიქრებს, ყუთთან მიიყვანა, პიანინოაო, უთხრა, თავსახური ახადა, მიუჯდა და ულამაზესი ჰანგები გაიფანტა ჰაერში, რა ლამაზი ხმებიაო, გაიფიქრა, ამას მუსიკა ჰქვიაო, აუხსნა მოხუცმა, მაგრამ ეს სიმღერა არ იყო, მიხვდა გოგონა, ძალიან კი ჰგავდა, მოულოდნელად მოხუცმა სიმღერაც ააყოლა მუსიკას, გოგონა გაოცებული უყურებდა მოხუცის თითებს, რომლებიც საოცრად ოსტატურად დარბოდნენ შავ-თეთრ კლავიშებზე, მასაც მოუნდა ასე დაეკრა მუსიკალურ ინსტრუმენტზე. მოხუცმა მუსიკალური ნოტებიც აჩვენა ანოს, შვიდი მუსიკალური ბგერა არსებობსო, აუხსნა, სიამოვნებით გაიმეორა გოგონამ "დო, რე, მი ფა, სოლ,ლა, სი", ჯუნაც აჰყვა, რასაკვირველია. "სიმღერა" ვიპოვეთო, გაეხარდა ანოს, მას მერე ანომ "სიმღერა" სკოლაშიც დააბრუნა და სახლშიც, "მუსიკაც" მიაყოლა. მშობლებს პიანინო აყიდინა და ახლა პიანინოზე დაკვრას სწავლობს. ჯუნაც მასთან ერთად იმეორებს; "დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა, სი...". სკოლაშიც მოიტანეს დიდი ლამაზი პიანინო, ოღონდ შავი არ არის, ყავისფერია, დირექტორიც მიხვდა, რომ "სიმღერის" და "მუსიკის" გარეშე არაფერი გამოვა. თეთრწვერა მოხუცი კი ყველას ასწავლის მუსიკას და სიმღერას, ვისაც მოუნდება, სკოლაში ხომ ახლა ისაა სიმღერის და მუსიკის მასწავლებელი.

Subscribe to:
Posts (Atom)