მე არა ერთხელ შემშლია სიტყვა,
ხანდახან არ ვთქვი, რაც უნდა მეთქვა,
ხან რაც არ იყო სათქმელი, ის ვთქვი,
ბრიყვს ის ვუთხარი, რომ არის ბრიყვი,
მართალს მართალი ვუწოდე კაცი,
სიჯიუტეში დავჯაბნე ვაციც,
თავს ვერ ვიწონებ მლიქვნელთა ბაძვით,
მიტომ მივირთმევ ბალბას და ღანძილს.
No comments:
Post a Comment