Wednesday, March 30, 2016
ცხოვრებას განვლილს ვხედავ
სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე დავდივარ,
ცხოვრებას განვლილს ვხედავ,
ხან ვარდი ჩაიმაისებს,
ხან ცაზე მთვარე ელავს,
ხან უთვალავი ვარსკვლავი
გაამთლიანებს ღამეს,
ზღვას გადაუფრენს თოლია,
სიზმრებს მანახებს ფრთათეთრს,
ხანაც სილურჯე მთიების
სურვილს აღმიძრავს მწვავეს,
კვლავ დავუარო მთა-ველებს,
მშვიდობა ვუთხრა ღამეს.
იცოცხლე, ჩემო ნანატრო,
ჩემო უკვდავო მთებო,
ზვიადი საქართველო ხარ,
დამარცხდი, ქვეყნის მტერო!
დაიძინე, პაწაწინა! (საბავშვო)
გულო, ჩადექ საგულესა,
ბებო ქათმებს აპურებსა,
კვერცხი ჯამით მოგიტანოს,
ბაბუასთან კენჭი ყაროს,
თუ რომელი უკეთესად
მოგიყვება ზღაპარს ხელად,
დაიძინებ ტკბილზე ტკბილად,
ღმერთი შენთან, პაწაწინა!
ბებო ქათმებს აპურებსა,
კვერცხი ჯამით მოგიტანოს,
ბაბუასთან კენჭი ყაროს,
თუ რომელი უკეთესად
მოგიყვება ზღაპარს ხელად,
დაიძინებ ტკბილზე ტკბილად,
ღმერთი შენთან, პაწაწინა!
Tuesday, March 15, 2016
შვილი იპოვის ნუთუ სამართალს?!
შიშის თვალები ამყვება დილით,
შედეგად ღამით ნახულ სიზმრების,
საჭირბოროტო საკითხი წყდება
ყოველდღიურად, - თუ ვინ ვიქნებით?!
ამოაგლიჯეს გული ჩაღათარს,
თვალებდათხრილი, ლეშად ქცეული,
უფსკრულის პირზე გადამხობილა,
მასთან ნებივრობს ღამე წყეული.
გაყინულია ძარღვებში ლოცვა,
სისხლმა დაკარგა დენის უნარი,
გადაგლესილა გულის სარქველი,
ყელში გასჩრია, "მამას უთხარი...",
მამაც ხომ ბრძოლის ველზე წაიქცა,
მტერს გაუსწორდა ერეკლეს ხმალით,
დღეს დაბოგინობს ჩუმი სიკვდილი,
ვირტუალური ომების ქარით.
არეულია ენა მეტყველი,
სიტყვას ისხლიტავს მყარი კედელი,
"მშია", "მწყურია", არავის ესმის,
ფულზე დაგეშილ კაცუნებს ვებრძვით.
შიშის თვალები ამყვება დილით,
"საქართველოა?!"- ვიკითხავ სიმწრით,
სიზმარში ვხედავ გულმკვდარ ჩაღათარს...
შვილი იპოვის ნუთუ სამართალს?!
შედეგად ღამით ნახულ სიზმრების,
საჭირბოროტო საკითხი წყდება
ყოველდღიურად, - თუ ვინ ვიქნებით?!
ამოაგლიჯეს გული ჩაღათარს,
თვალებდათხრილი, ლეშად ქცეული,
უფსკრულის პირზე გადამხობილა,
მასთან ნებივრობს ღამე წყეული.
გაყინულია ძარღვებში ლოცვა,
სისხლმა დაკარგა დენის უნარი,
გადაგლესილა გულის სარქველი,
ყელში გასჩრია, "მამას უთხარი...",
მამაც ხომ ბრძოლის ველზე წაიქცა,
მტერს გაუსწორდა ერეკლეს ხმალით,
დღეს დაბოგინობს ჩუმი სიკვდილი,
ვირტუალური ომების ქარით.
არეულია ენა მეტყველი,
სიტყვას ისხლიტავს მყარი კედელი,
"მშია", "მწყურია", არავის ესმის,
ფულზე დაგეშილ კაცუნებს ვებრძვით.
შიშის თვალები ამყვება დილით,
"საქართველოა?!"- ვიკითხავ სიმწრით,
სიზმარში ვხედავ გულმკვდარ ჩაღათარს...
შვილი იპოვის ნუთუ სამართალს?!
Sunday, March 6, 2016
საავადმყოფოში (მოთხრობა)
ნაღველს სისხლი შერეოდა, დანით მიყენებულ ჭრილობას ნაწლავები დაეხეთქა, მდგომარეობა მძიმე იყო, ახალგაზრდის სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა. ექიმი ბოტკოველი იმედს არ კარგავდა, ოპერაციას მაინც აგრძელებდა, ასისტენტები უიმედოდ იქნევდნენ თავს, თუმცა ექიმს არაფერს ეუბნებოდნენ, იცოდნენ, აზრი არ ჰქონდა, ის მაინც ბოლომდე მიიყვანდა თავის საქმეს. ოპერაცია შვიდი საათი გაგრძელდა. ბოლოს ექიმი დაღლილი სახით გამოვიდა პაციენტის მშობლებთან და ახლობლებთან,მაგრამ სასოწარკვეთილ სახეებს რომ შეხედა, მიხვდა, რაიმე კარგი უნდა ეთქვა, თორემ იქ მდგომ ადამიანთაგან შეიძლება ვინმეს სამედიცინო დახმარება დასჭირვებოდა, ამის თავი კი აღარ ჰქონდა:- ოპერაციამ კარგად ჩაიარა, იმედი ვიქონიოთ, მეგობრებო, ყველაფერი კარგად იქნება, ღვთის იმედი გვქონდეს! - თქვა მან და ლასლასით გაემართა თავისი კაბინეტისაკენ. 90-ანი წლები იდგა გარეთ, ქვეყანაში ქაოსი სუფევდა, ხშირად მოჰყავდათ საავადმყოფოში დაჭრილი და დაშავებული ადამიანები. ექიმს საქმე ბლომად ჰქონდა, ამიტომ სახლში იშვიათად უწევდა ყოფნა, თავისი გოგონები მაინც მთელ ქვეყანას ერჩივნა, ორი ჰყავდა, მას და მის მეუღლეს, როგორც ყველა მშობელს, მზე და მთვარე ამოსდიოდა შვილებზე. ბოტკოველი წამოწვა დასასვენებლად, ოთახში საწოლიც იდგა, როცა ძალიან იღლებოდა, იქ პოულობდა შვებას. ცოტა ხანში კარებზე ფრთხილად დააკაკუნეს, ოთახში მედდა შემოვიდა და მოახსენა, რომ პაციენტი მოიყვანეს, გოგონა ავარიაში მოყოლილიყო. მაშინვე შვილები გაახსენდა, წამოდგომა სცადა, ვერ შეძლო, სხვამ მიიღოსო, თქვა და თვალები მილულა. ქალმა კარები ფრთხილად მიხურა.
ავარიაში მოყოლილს სახე შესივებოდა, ვერ ლაპარაკობდა, თუმცა გონებაზე იყო, რაღაცის თქმას ცდილობდა, არავის ესმოდა, მიმღებში ივარაუდეს, რომ თხუთმეტი-თექვსმეტი წლისა უნდა ყოფილიყო. სასწრაფო დახმარებას წერეთლის მეტროს ტერიტორიაზე აეყვანა. მორიგე ექიმი გამოიძახეს, უგუნებოდ იკითხა, პატრონი თუ ჰყავსო, - არაო,- უპასუხეს, - მაშინ, როცა ვინმე გამოჩნდება, მერე ჩამოვალო, - დაიბარა. ცოტა ხანში გოგონა გარდაიცვალა. ჭირისუფალი კვლავ არსად ჩანდა.
ვაჟა ბოტკოველი და გუგა სარჩიმელიძე საბჭოთა პერიოდში საუკეთესო მეგობრები იყვნენ, მაგრამ მას მერე, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა და ქვეყანაში არეულობა დაიწყო, მათ შორის შავმა კატამ გაირბინა. ისინი ცხოვრებაში სხვადასხვა მორალური პრინციპებით ხელმძღვანელობდნენ: ბატონი ვაჟა დიდი პასუხისმგებლობის გრძნობით ეკიდებოდა თავის საქმეს და ჰიპოკრატეს ფიცს არასოდეს ღალატობდა, ბატონი გუგასთვის კი - მატერიალური კეთილდღეობა იყო მთავარი, ამიტომაც საბურთალოზე, პრესტიჟულ უბანში, აიშენა საუკეთესო სახლი. ქვეყანა სისხლისგან იცლებოდა, მისი ქონება კი გეომეტრიული პროგრესიით იზრდებოდა. ბატონი ვაჟა სამოთახიან ბინაში ცხოვრობდა და კმაყოფილი იყო იმით, რაც ჰქონდა. ოჯახი დროის შესაფერისად ცხოვრობდა.
კაბინეტში დარეკეს, ექიმმა ყურმილი აიღო, გაისმა მეუღლის სასოწარკვეთილი ხმა, -ვაჟა, ჩვენი ლილიკო ავარიაში მოყოლილა, როგორც გავიგე, თქვენს საავადმყოფოში შემოუყვანიათ, ბავშვს მიხედე, მეც მალე მოვალ. - ბატონი ვაჟა გაოგნებული წამოვარდა ფეხზე, ნუთუ ის ბავშვი იყო, მედდამ რომ მითხრა?!- შეშლილი სახით ჩაირბინა კიბეები და მიმღებში შევარდა, გოგონა ჯერ კიდევ იქ ესვენა, მორგში არ გადაეყვანათ, სხეულზე გადაფარებულმა ზეწარმა მიახვედრა, რომ გარდაცვლილიყო, მივიდა, ხელები შემოხვია მის უსიცოცხლო ტანს და მწარედ ატირდა. ყველა გაოცებული შესცქეროდა ექიმს, ამ დროს მოისმა, - მამა, რა მოგივიდა, -ეს ლილიკოს ხმა იყო, საკაცით შემოიყვანეს მიმღებში, გაოგნებული მამა შვილს მივარდა, - ცოცხალი ხარ, შვილო?!- ჰკითხა, მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, მაგრამ მას არც მკვდარი გოგონა დარჩა უყურადღებოდ. საავადმყოფოს თანამშრომლებმა სამართალდამცავებთან ერთად იპოვეს ბავშვის მშობლები, დაეხმარნენ, ყველამ იგლოვა გარდაცვლილი ბავშვი, ის ხომ ყველას შვილი იყო, გუგა კი, საავადმყოფოდან წავიდა, იგი ახლა დიდი ბიზნესმენი და პოლიტიკოსია.

ყოფიერების საიდუმლო
ყოფიერების საიდუმლო გვინდა ამოვხსნათ,
მიზნად გვქვცევია უსასრულო ძებნა გრაალის,
მშვენიერებით ტკბობის ნიჭი გვიბოძა ღმერთმა,
ჩვენ კი არ გვინდა დავინახოთ მთები პარნასის.
შევხედოთ ფუტკარს, შესევია მინდვრის ყვავილებს,
სილამაზე და სიწმინდეა მისი რჩეული,
მშვიდობა უნდა, რომ მოჰფინოს ქვეყნიერებას,
გააძღოს თაფლით დედამიწა, სული - სნეული.
გააძღოს თაფლით დედამიწა, სული - სნეული.
,
იის სურნელმა დამათრო
იის სურნელმა დამათრო,
მეამა მისი შეხება,
ლურჯი თვალები აწია, -
ცა დავინახე სვეტებად,
ნაზმა და მორცხვმა მაღირსა, -
ღიმილით შემომეგება,
გულის წყლულები მოშუშდა,
მაღლა ღმერთს ასე ენება.
მეამა მისი შეხება,
ლურჯი თვალები აწია, -
ცა დავინახე სვეტებად,
ნაზმა და მორცხვმა მაღირსა, -
ღიმილით შემომეგება,
გულის წყლულები მოშუშდა,
მაღლა ღმერთს ასე ენება.
Subscribe to:
Posts (Atom)