Tuesday, March 15, 2016

შვილი იპოვის ნუთუ სამართალს?!

შიშის თვალები ამყვება დილით,
შედეგად ღამით ნახულ სიზმრების,
საჭირბოროტო საკითხი წყდება
ყოველდღიურად, - თუ ვინ ვიქნებით?!
ამოაგლიჯეს გული ჩაღათარს,
თვალებდათხრილი, ლეშად ქცეული,
უფსკრულის პირზე გადამხობილა,
მასთან ნებივრობს ღამე წყეული.
გაყინულია ძარღვებში ლოცვა,
სისხლმა დაკარგა დენის უნარი,
გადაგლესილა გულის სარქველი,
ყელში გასჩრია, "მამას უთხარი...",
მამაც ხომ ბრძოლის ველზე წაიქცა,
მტერს გაუსწორდა ერეკლეს ხმალით,
დღეს დაბოგინობს ჩუმი სიკვდილი,
ვირტუალური ომების ქარით.
არეულია ენა მეტყველი,
სიტყვას ისხლიტავს მყარი კედელი,
"მშია", "მწყურია", არავის ესმის,
ფულზე დაგეშილ კაცუნებს ვებრძვით.
შიშის თვალები ამყვება დილით,
"საქართველოა?!"- ვიკითხავ სიმწრით,
სიზმარში ვხედავ გულმკვდარ ჩაღათარს...
შვილი იპოვის ნუთუ სამართალს?!







No comments:

Post a Comment