Sunday, February 22, 2015

გაზაფხულის პირია

ენძელების თოვა გიყვარს,
გაზაფხულის პირია,
მთებში ისმის წყლის ქუხილი,
ზამთარს მიუძინია.
პეპლის ფრთებზე შემომსხდარი
მოფრენილან სხივები,
რომ შენ თვალებს ფერი მისცენ
მუქი ლურჯი იების.
აფეთქებულ ატმის ყვავილს
შეუფაკლავს ლოყები,
ფურისულა თავს იწონებს
შენს თითებში მყოფელი,
სიყვარულმა ფრთა გაშალა,
ცაში წითლად ინთება,
შენ ქვეყნისთვის ნათელი ხარ,
შენს დიდ გამჩენს - დიდება.

Friday, February 20, 2015

ჩემს სოფიკოს!

ჩემო იის ყვავილო,
ჩემი სულის ნაწილო,
ჩემო თეთრო მანდილო,
ჩემს უბეში გაზრდილო.
მე თუ აღარ ვიქნები,
არ დაგტოვებს ფერია.
ზოგი ამ ქვეყნისათვის
შვილი არა, - გერია.

Wednesday, February 18, 2015

კვლავ ამოხსენი ქორონიკონი

სადღა ვიპოვო მე შენნაირი,
როსღა ამოჰყვეს თევზი ანკესებს,
მეუდაბურა,, როგორც მყვინთავი,
ვეღარ ვიხილავ ხორბლის ნათესებს,
შარაგზის ნაცვლად გზა მოჩანს ჩუმი,
შავია ღამე, როგორც პანტერა,
კვლავ ამოხსენი ქორონიკონი
და დააჩქარე გრძნობის გამხელა. 

ენძელების თოვა გიყვარს

მზე თვალებში გიცინოდა,
მთვარე გეჯდა მუხლებში,
ვარსკვლავები შუქს გაფრქვევდნენ,
შებმული გყავს უღელში,
გაზაფხულის ქარიშხალში
დაიბადე ახლიდან,
ენძელების თოვა გიყვარს,
მოსული ხარ ზღაპრიდან.

Sunday, February 15, 2015

დედას ყვავილები (ჩანახატი)

   ის დილით ადრე დგებოდა, ყვავილებს რწყავდა, ლოგინებს ამზეურებდა, ბალიშებს ბერტყავდა, ყველა ნივთს ეფერებოდა, რაც დედისგან დარჩა, საღამოს ისევ რწყავდა ყვავილებს, ქოთნებს უცვლიდა გაზაფხულზე, მზრუნველი ხელი არ მოაკლდეთო.        ყვავილებიც სიყვარულით პასუხობდნენ, ყვაოდნენ ზამთარ-ზაფხულ წითლად, ყვითლად, თეთრად, უღიმოდნენ, თითქოს დედა უღიმოდა საიქიოდან.

Saturday, February 14, 2015

შენი ღიმილის ფერადებია

შენი ღიმილის ფერადებია,
რომ დამალეწა გულის კარები,
სურვილი ისე მომძალებია,
ქარაფებიდან თავით დავეშვი.

Friday, February 13, 2015

მაქცია

ხანდახან ფერი ეცვლება სახეს,
ის თავის ნამდვილ არსებას ავლენს...
მონსტრს დაუპყრია გონება, სული,
გულზე სიავის ატყვია ხნული.
ის ანგელოზის ღიმილით გვამცნობს,
რომ ხალხის ბედი სხვასავით აკრთობს,
ახალ მთვარეზე იბრუნებს სახეს
და თავის ნამდვილ ბუნებას ამხელს...
ღამით ნადირობს, გლეჯს და სადილობს,
სისხლისმწოველი დილით არტისტობს,
ჩვენში გამოჩნდა ბევრი მაქცია
და დააწესა ყველგან სანქცია...
ალბათ ქვეყანა მან დააქცია!

უსახელო გმირებს!

სანგარში მსხდარმა, თავდახრილებმა,
დავთმეთ ცხოვრება, რომელიც გვერგო,
ზოგჯერ სიკვდილი უფრო მეტია,
გამარჯვებების გაიტანს ლელოს.
სახელი ჩვენი არავინ იცის,
დროის ფურცლები ამაზე დუმან,
ვერ მოარიდებთ თვალებს ყორღანებს,
განსასვენებელს ვპოულობთ უბრად.
მოხუცის გვერდზე ახალგაზრდაა,
მონატრებია მას დედის ნანა,
იქნებ ხანდახან მაინც უმღეროთ,
გულის სიღრმეში სევდასა მალავს.

Wednesday, February 11, 2015

ზღვისფერ თვალებში

ზღვისფერ თვალებში ზღვისფერი სევდა,
ზარებსა რეკავს, ზარებსა რეკავს,
მაგრამ გარშემო ბოგინობს ქარი
და ზღვის ნაპირზეც არავინ არის.

Saturday, February 7, 2015

Притча

Задала я волку вопрос,
Почему у тебя глаза врозь,
Как то мелкие, таится в них злость,
А длинные клыки и хвост,
Удивил весь белый свет,
Он мне мудрый дал ответ:
Видны в глазах печаль и грусть,
Небо знаю  наизусть,
Томит душу лунный свет,
А за ним идет рассвет,
Лучи солнца никчему,
Кусок урвать и так смогу.
Подтираю все хвостом,
И не виден мелкий взлом,
Вот и мелкие глаза,
Зубы рослы, Господа!

Friday, February 6, 2015

მე არ მასვენებს

მე არ მასვენებს მომავლის შიში,
ქვესკნელ-ზესკნელში კიბეებს ვითვლი,
ძნელი ყოფილა ზევით აფრენა, -
- დარღვეულ ქვეყნის იქცე ნაკერად.
მიტომ ვტანჯულვარ ათასი ფიცით,
დავეძებ მახათს სამშობლოს ხნისთვის,
ნეტავ, შემეძლოს დიდხანს დარჩენა,
შევძლო დარღვეულ ქვეყნის გაკერვა.