Sunday, November 21, 2021

მოტრფიალე ვარ ქალის! ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

 მოტრფიალე ვარ ქალის!

1. მოტრფიალე ვარ ქალის,~
ლერწმად მიმორხეულის...
ქალის,~ რომელმაც ფასი
იცის თავის სხეულის!
2. მწიფე ალუბლის ფერი ბაგე,~
ჩემი ოცნება...
ბაგე,~ რომელიც უთვალავჯერ
დ ა ი კ ო ც ნ ე ბ ა !
3. მოხიბლული ვარ ბობოქარი
შმაგი ქალებით,
სუყველა ბრძოლას რომ იგებენ~
მხოლოდ თ ვ ა ლ ე ბ ი თ !
4. მაგრამ სულ ყველას მირჩევნია
მორცხვი და მშვიდი,
ქალი,~ რომელსაც გულით დააქვს
ტრფიალი დიდი!
5. ააქვს მწვერვალზე, ის სიზიფეს
მძიმე ლოდივით
და... არ იღლება უსასრულო ტკბილი
ლ ო დ ი ნ ი თ !
ელგუჯა ციგროშვილი.
ქ.თესალონიკი.12.04.2019 წელი.

მუხლმოყრით დავდგები! ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

 მუხლმოყრით დავდგები!

 

სამყარო რომ შექმნა, - მადლობა ამისთვის...

ვიწამე, ვადიდე და მიყვარს უფალი!

განმაწყო დღისთვის და განმაწყო ღამისთვის

და ნება მარგუნა მე თავისუფალი.

 

სულ სასუფევლისკენ სავალ გზებს ვიკეთებ,

არ მსურს დავიგროვო მე ქვეყნის ვალები...

მაგრამ არ გამომდის, - სულ მარტო სიკეთე, -

ხანდახან ცოდვისკენ გამირბის თვალები.

 

გოლგოთას მწვერვალი ჯერ კიდევ მაღლაა,

ზეციდან სხივებად გადმოდის სხივები...

ჩემს თავს შევუძახებ: „ჯერ რა დროს დაღლაა!“

თუკი პირნათელი ბოლოს ვერ მივედი.

 

სხვებივით ტვირთმძიმედ ვატარებ თავის ჯვარს,

ეს ჩემი ცოდვები ზედ არის დაკრული...

ვეღარ ვუმკლავდები მოსეულ ფიქრის ჯარს,

არ მინდა ცოდვებზე რომ ვიყო გაკრული.

 

კარგობას არ ნიშნავს, თუ სხვაზე კარგი ვარ,

უფლის თვალს გულისთქმას ვინ გამოაპარებს...

თუ მარტო ჩემთვის ვარ, მოყვასს არ ვარგივარ,

დიდ ცოდვებს ვცოდავ და გვერდს ვუვლი პატარებს.

 

მაინც ცოდვილი ვარ, გულს ვავსებ ყვედრებით,

ვყოფილვარ ყრუ-მუნჯი, ვყოფილვარ უთვალო...

მუხლმოყრით დავდგები უფლის წინ ვედრებით,

„თვალნი გონებისა განმიხვენ უფალო!“

მუხამბაზი, ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

მუხამბაზი

 

სამყაროს თვალს, ჩემი გულის მატარებელს,

ჩემს სიყვარულს, ხელის გულზე სატარებელს...

ვერ გნახულობ, მომებურა დარდის ქულა

და თვალებიც დანისლულა, დაბინდულა.

შენ ხარ ჩემი ასავალი - დასავალი,

დამენახვე, - გამინათე გზა - სავალი,

მომენატრე... გუშინს აქეთ ვეღარ ვნახე,

თვალ - ცისკარა, ტუჩ - ღიმილა შენი სახე...

გული მწყდება, რად დამიგო ბედმა მახე,

დამენახვე, სიცოცხლეო, დამენახვე!

ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

 


შენ ახლა გძინავს... ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

 შენ ახლა გძინავს...

 

შენ ახლა გძინავს... ლამაზ სახეზე

დაგთამაშებენ ღამის ჩრდილები...

ოდნავ გახსნილი კოხტა ბაგიდან

იჭყიტებიან ანცი კბილები.

სიზმრის ფერიებს ფერხულში ჰყავხარ,

ჩამესმის თქვენი ხმა საამური,

თავადაც სიზმრის ფერიას ჰგავხარ, -

აქვე მახლობლად კი დგას ამური...

დავიჩურჩულე: "გაჩერდი წამო...

ჩემი ოცნება, იცი, ის არი,

გემუდარები, არ დაინანო,

ორივეს გვტყორცნე შენი ისარი!"

იღიმებოდა და იყო მშვიდი,

ვუთხარ: "ამ ჩემს გულს სხვა არა უნდა რა"...

მან მოიმარჯვა თავისი მშვილდი -

და აასრულა ჩემი მუდარა.

და ახლა გძინავს... არც იცი თავად...

გამოიღვიძებ შეყვარებული!!!

გთხოვ მაპატიო, შენს უკითხავად

ძილში რომ ჩუმად მოგპარე გული!

ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

 






დრო არ ჩერდება! ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

დრო არ ჩერდება!

 

რამდენი აზრი გროვდება თავში,

რამდენი ნატვრა გაივლის გულში,

ხან ვფიქრობ, როგორც პატარა ბავშვი

და ვიძირები ჩემივ წარსულში.

 

რამდენ ოცნებას დაემსხვრა ფრთები,

რამდენი ნატვრა ნატვრადვე დარჩა,

რამდენი წყვილის გაიყო გზები,

რამდენს დაეხა ოცნების ფარჩა...

 

დრო არ ჩერდება, - მოელის ყველას,

მისი სამღერი "გედის არია"...

ჯიუტად ვითხოვ უფლისგან შველას,

შევცქერ მომავალს და მიხარია!

ავტ. ელგუჯა ციგროშვილი


ღმერთო, იდიდე, იდიდე! ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

ღმერთო, იდიდე, იდიდე!

 

სიტყვებს ყოველთვის არ ძალუძს

განსაზღვროს ვნების სიდიდე,

რა გრძნობით ამაბრიალე,

რა ცეცხლი შამამიკიდე.

 

ვერვინ მასწავლა წამალი, -

ვერც აფთიაქში ვიყიდე,

ხელაპყრობილი ვჩურჩულებ:

"ღმერთო იდიდე, იდიდე!"

 

გადმოდგნენ ანგელოზები,

სულ გაანათეს ცის კიდე...

უფალიც წყალობას მამცემს,

არ მინდა მე სხვა სიმდიდრე!

ნიკოს (სახუმარო, ფშავურ კილოზე), ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

 

ნიკოს! (სახუმარო, ფშავურ კილოზე)

 

ნიკო, შენს გვერდზე რა დალევს,

სოფიკოებს და ნატულებს,

სურათზე უარს ნუ ეტყვი,

გოგონებს თვალებხატულებს.

 

დაკვრაზე ხელი აიღე,

აღარ მიგაჩნავ "დრო ფულად"...

ქალების რიცხვი, შენს ირგვლივ,

მატულობს კატასტროფულად.