თეთრი ფიქრი დამტრიალებს და გადადის ყირაზე,
ბებოს გამომცხვარი ქადა დღეს დილაზე ვინატრე,
ბუხარს ცეცხლი უკიდია, შეშას გააქვს ტკრციალი,
ვსხედვართ აქვე, სავარძლებში, მე, ლადო, ტიციანი...
Friday, August 24, 2018
Wednesday, August 22, 2018
სახუმარო
ეს ჩემი გული ბებერი,
სულ მუდამ ალაბალიობს,
ხან ჩამოწვება მეწყერი,
ხან ეგებება ალიონს.
ვერ დაწყნარდა და ვერ მორჩა
უთავბოლო დოღს, ჭენებას,
თან ვფიქრობ, რომ შეიცვალოს,
მერე მე რა მეშველება?!
Tuesday, August 21, 2018
ქალო, ლალო, ნატვრის თვალო!
შეიხსენი საკინძე და გამოფინე მკერდი,
ნუ ხარ ეგრე ღრუბლიანი, მზეს უყვარხარ თეთრი,
მოაწოვე ძუძუ შვილებს, უბეში რომ გყვანან,
ვინმეს თვალი რომ არ დარჩეს, ჩამოუშვი ფარდა.
გაიღიმე, გაიცინე, მზე დაგნათის მწველი,
ათობით შვილს კიდევ გაზრდი შენი ძუძუ-მკერდით,
ნაყოფიერს და ჯიშიანს ეგ შვილებიც გგვანან,
ქალო, ლალო, ნატვრის თვალო, მზეც შენ გიხდის ღალას!
ნუ ხარ ეგრე ღრუბლიანი, მზეს უყვარხარ თეთრი,
მოაწოვე ძუძუ შვილებს, უბეში რომ გყვანან,
ვინმეს თვალი რომ არ დარჩეს, ჩამოუშვი ფარდა.
გაიღიმე, გაიცინე, მზე დაგნათის მწველი,
ათობით შვილს კიდევ გაზრდი შენი ძუძუ-მკერდით,
ნაყოფიერს და ჯიშიანს ეგ შვილებიც გგვანან,
ქალო, ლალო, ნატვრის თვალო, მზეც შენ გიხდის ღალას!
Sunday, August 19, 2018
ვემშვიდობები სახლს - ძველ მეგობარს
კვლავ ჩემი სახლის პარმაღზე ვდგავარ,
თუმცა აღარ ვარ მისი ნაწილი,
კარის სახელურს კრძალვით ვეხები,
კარის სახელურს კრძალვით ვეხები,
შეჩერდა დრო და გაქრა მანძილი.
ჩემი დარდები, როგორც ჩრდილები,
ჩემი დარდები, როგორც ჩრდილები,
გადასწოლიან ცისფერ ფოლიანტს,
მზე ჩადის ისე, მგონი, ძილშია,
მზე ჩადის ისე, მგონი, ძილშია,
რა ესიზმრება წითელ გოლიათს?
არ მინდა ვიყო მკაცრი მსაჯული
ჩემი თავის და განწყობას ვიწყობ,
მაგრამ სიჩუმე თავს დამტრიალებს,
მაგრამ სიჩუმე თავს დამტრიალებს,
ფეხებთან მაწევს გველივით თითქოს,
სულისშემხუთველ მისტერიებში,
სულისშემხუთველ მისტერიებში,
მოგონებებში წინაპრებს ვიხმობ,
ვინატრე, ახდა, ესეც ბედია,
ვინატრე, ახდა, ესეც ბედია,
ხელით ვეხები ვენახის ჭიგოს,
რომელსაც პაპა თლიდა ოდესღაც,
რიგში აწყობდა მოხდენით თითოს,
ჭირისუფალის მოჰგავს გოდებას,
ჭირისუფალის მოჰგავს გოდებას,
იდუმალი ხმა, ეძახის თვისტომს...
გაშავებულა სახლის კედლებიც,
გაშავებულა სახლის კედლებიც,
ჩამოწოლილა ვაშლი ლოდებად,
ეზოში დგანან ძველი ქვევრები,
ეზოში დგანან ძველი ქვევრები,
გახსენებიათ ძველი დროება,
მივდივარ მათთან და ვეფერები,
მივდივარ მათთან და ვეფერები,
ვერ კი ვახერხებ გულის მოგებას,
მიწას ეკრობა, ვხედავ, ყოველი,
მიწას ეკრობა, ვხედავ, ყოველი,
ჟამთმდინარების ტალღას მოჰყვება.
მზეზე გამომაქვს ძველი ხალიჩა,
მზეზე გამომაქვს ძველი ხალიჩა,
რომ შეისრუტოს ეზოს ნიავი,
უძღები შვილი ამას წავიტან,
უძღები შვილი ამას წავიტან,
ავწონ-დავწონი, რა აქვს ზიანი,
იმასაც, როგორც ამ სახლს, გავყიდი
და სულის მოთქმას ლხინით აღვნიშნავ,
აღარ გაჩნდება ის ბედაური,
აღარ გაჩნდება ის ბედაური,
ვარსკვლავებთან რომ ცაში ამიყვანს.
ბოდიშს მოვუხდი ლეღვს და უნაბებს,
ბოდიშს მოვუხდი ლეღვს და უნაბებს,
რომ ვერ ვიქეცი იმათ პატრონად,
დავშორდი ისე, ვეღარ ვუწამლე,
დავშორდი ისე, ვეღარ ვუწამლე,
მხოლოდ სურათი მოვხსენ თაროდან,
მაგრამ რა ვუყო იმ ძველ ჭრილობას,
რომელიც ტანჯვით ჩემს სულს გახსნია?
ვემშვიდობები სახლს - ძველ მეგობარს,
ვემშვიდობები სახლს - ძველ მეგობარს,
ძაღლი კი მომყეფს: "ეს ღალატია!"
.
.
გეძებდი ისე...
მე შენ მწყუროდი, ვით ფლამინგოს მოცეკვავე ქალს სწყურია ტაში,
გეძებდი ისე, როგორც ბავშვი, ახალშობილი, დაეძებს ძუძუს,
მინდვრებში მძინარს მერეოდა ხის ხავსი თმაში, მოტანილს ქარში
ვისმენდი შენი სიტყვების ვალსს, ერთადერთ სოლოს, ნამღერებს ბოლოს
და უსასრულოდ გრძელდებოდა ტანჯვა, შიმშილი, ვწყევლი ნიჰილიზმს,
ჩემს თავშიც ვეძებ დამნაშავეს, ბუნტის მოთავეს, ავს და მგზნებარეს,
რა თავში ვიხლი ამ სინანულს, თუ არ აქვს აზრი და სისხლსაც მაცლის
შენი დუმილი, იდუმალ ნოტებს ასრულებს ქორო, სულ ტყუილად ვომობ.
გეძებდი ისე, როგორც ბავშვი, ახალშობილი, დაეძებს ძუძუს,
მინდვრებში მძინარს მერეოდა ხის ხავსი თმაში, მოტანილს ქარში
ვისმენდი შენი სიტყვების ვალსს, ერთადერთ სოლოს, ნამღერებს ბოლოს
და უსასრულოდ გრძელდებოდა ტანჯვა, შიმშილი, ვწყევლი ნიჰილიზმს,
ჩემს თავშიც ვეძებ დამნაშავეს, ბუნტის მოთავეს, ავს და მგზნებარეს,
რა თავში ვიხლი ამ სინანულს, თუ არ აქვს აზრი და სისხლსაც მაცლის
შენი დუმილი, იდუმალ ნოტებს ასრულებს ქორო, სულ ტყუილად ვომობ.
Friday, August 17, 2018
დედის ფერება
სანამ უსწორებთ შვილებს სასთუმალს,
სანამ მათ შუბლზე თითებს აგორებთ,
გთხოვთ, შეიცადოთ იმ ალალ დროში,
ვიდრე დაჰკიდებთ შვილებს საყურეს.
გეწვევათ მერე სულ სხვა მირაჟი,
იყო თუ არა? შედგა ფერებად?
ხდებიან მერე უკვე სხვისანი,
თუმც შორს მიჰყვებათ დედის ფერება.
სანამ მათ შუბლზე თითებს აგორებთ,
გთხოვთ, შეიცადოთ იმ ალალ დროში,
ვიდრე დაჰკიდებთ შვილებს საყურეს.
გეწვევათ მერე სულ სხვა მირაჟი,
იყო თუ არა? შედგა ფერებად?
ხდებიან მერე უკვე სხვისანი,
თუმც შორს მიჰყვებათ დედის ფერება.
ასდევნებიან ქალებს ზარები
ასდევნებიან
ქალებს ზარები,
ზოგს პაწაწინა
ზანზალაკი,
ზოგს - დედო ზარი,
მიჰყვება ბასით.
იმიტომ ჰგვანან
სამოთხის ჩიტებს
მედეაც, ლილეც,
ავსებენ სივრცეს.
ავსებენ სივრცეს.
თვით ნადირობის
ქალღმერთი დალიც
სინაზე არის,
გრძნობებს რომ ამხელს.
ძალი მიეცი
ქალებს, ღმერთო,
არ აჰყვნენ განცდებს.
Subscribe to:
Posts (Atom)