სინდისის ქენჯნით მივადექ მიჯნას,
მეყო კი სულის და ხორცის ჯიჯგნა?!
მეგონა, ჩემი მივიღე იჯრა,
არა კმარაო, ვიღაცამ მითხრა.
სულში ეჭვი გაქვს, სხეულში - მინა,
სისხლი ვერ გათბობს, გარეთ რომ ყინავს,
ჟანგი შეჭამს და გააქრობს რკინას,
შეძლებ, ედემში დაიდო ბინა?!
No comments:
Post a Comment