Wednesday, October 9, 2024

იქნებ ცაში აიხედო! (უცნაური ლექსი)

 იქნებ ცაში აიხედო!

უცნაური ყოფილა თურმე ადამიანი,
ხან ძაღლივით იღრინება, ხან კი ფარშევანგობს,
როცა თვრება, ხეზე დადის ვით დრუნჩა პავიანი,
რჩება, ვით ტრამალის მგელი, ზოგჯერ ძალზე მარტო.
იქნებ ცაში აიხედო, ღმერთს სთხოვო პატიება,
არა მგონი, ჩვენმა გურუმ აგიჭრელოს გვერდი,
ლოცვა და ფსალმუნის კითხვა რჩება კვლავ რარიტეტად,
ამაზე კარგს შენ სამყაროს ვერაფერს ვერ ეტყვი.
მაია დიაკონიძე
9.10.2024 წელი

No comments:

Post a Comment