Wednesday, October 9, 2024

რა საჭიროა სიტყვა,

სიტყვა - არაფრისმთქმელი,

საკმარისია ზოგჯერ,

გამოგიწოდონ ხელი.


გაუგო გულის მურაზს,

გამოხედვაც კი კმარა,

დუმილიც არის სიტყვა,

ჩიტივით კრავს კამარას.




გამოხედვაა მწველი,

აგიყვანს ცაში მაღლა,

ზოგჯერ დაგცემს და გაგცემს,

თვალებზე აგხდის ფარდას.





No comments:

Post a Comment