Thursday, October 24, 2024

სანამ...

 სანამ...

დაიჭიმება სანამ სხეული
და უკანასკნელ სუნთქვას გამოსცემს,
დე, ნუ ვიქნები ბნელით ძლეული,
მიმღერეთ რამე რიბირაბოზე.
მითხარით, რომ ზღვა იღელვებს ისევ,
ქვევრებში ისევ ჩადგება ღვინო,
ისევ მოვაწევ თქვენამდე ფიქრებს,
რომ სამუდამოდ არ დავიძინო.
დაიჭიმება სანამ სხეული
და უკანასკნელ სუნთქვას გამოსცემს,
დე, ნუ ვიქნები ბნელით ძლეული,
მიმღერეთ რამე რიბირაბოზე.
მაია დიაკონიძე
24.10.2024 წელი
რიბირაბო - იმერ. რაჭ. კილოზე განთიადი
დედა, პასტელი, მხ. მაია დიაკონიძე

No comments:

Post a Comment