Friday, October 4, 2024

კუნწულა ლექსები, მინიმები

კუნწულა ლექსები:
წესი ავუგო ხანდახან მინდა,
ჩემს თავს და აქვე დავასამარო,
გავიგო უნდა თუ რამედ ღირდა,
ჩემი ცხოვრება დაუსაბამო.
---------------------------
ვიღაცას თვალში თუ ვეჩხირები,
არადა მაფენს პირმოთნე ღიმილს,
მაინც ბავშვივით შევეხიდები,
ჩვენი გზა, ვხედავ, ერთ მხარეს მიდის.
----------------------------------
ყურს ვუგდებ გარეთ შაშვების ჭახჭახს,
მინდა არასდროს აღარ დამთავრდეს,
როგორ ვერ ვიტან თოფების ჭახანს,
ზოგიერთს კიდევ, ესღა ადარდე.
----------------------------------
სულში რომ ჩაწვა ოდესღაც ნისლი,
ფთილა-ფთილებად ამოდის ზევით,
მათ დასაჩეჩად ახლაღა ვიცლი,
უნდა დავსაქმდე საბნების კერვით.
---------------------------------
ლურჯი თვალი გაქვს უძირო,
ჩემია მოლისფერი,
ზურმუხტ-ფირუზს რომ ვუკმიო...
შენთვის იქნება ძღვენი.
მაია დიაკონიძე
3.10.2024 წელი

No comments:

Post a Comment