Friday, October 4, 2024

თვალებში გიცქერ!

 თვალებში გიცქერ!

ზევიდან გიცქერ, ჭაო, სიცოცხლის,
რამდენს მიჰგვარე სიამე, შვება,
რამდენი მორწყე, ალბათ, მინდორი,
უშენოდ, წყალო, სიცოცხლე შრება.
ცხოვრების მორევს რომ მისცეს თავი,
რამდენს შეჰყრია ბედკრულებს სნება,
მაგრამ იგემეს რა შენი წყალი,
მათი კურნება, - უფლის არს ნება.
თვალებში გიცქერ, კამკამებს წყალი,
გავსებ შუქით და დამალვას ვცდილობ,
თუ ანარეკლი იპოვეს მთვარის,
ჭამ ჩაყლაპაო, იტყვიან, ვფიქრობ.
როგორც ზღაპარში, შენგან მიხსნიან.
ჭად დატყვევებულ პირიმზე მნათობს,
მაგრამ ბეჩავთა როდი იციან,
რომ ცაში ყოფნაც არ მინდა მარტო.
მაია დიაკონიძე
4.10.2024 წელი

No comments:

Post a Comment