Monday, October 7, 2024

მე შენდა დიდებად


მე შენდა დიდებად


მშიოდა, მწყუროდა, განვვლე მე უდაბნო,

შენკენ აღპყრობილი მქონდა მე ხელები,

,,კაცის ძევ, იმედი გქონდეს შენ მუდამო

უფლისა", - მახსოვდა ნათქვამი ძველების.


ასე მოვაწიე შენს უკვდავ წყარომდე,

აქ ვნახე ტაძარი და ჩემი სახატე,

აქ უნდა ყოველი ბრწყინავდეს, ხარობდეს,

მე შენდა დიდებად სანთლები დავანთე.


მაშ, რატომ ბოგინებს ეშმაკი ამ მხარეს?!

რატომ სურს სასანთლე ჩვენი რომ გააქროს,

მოველით ბრძენსა და  დღვთივსათნო ლაზარეს,

მოვიდეს და აღარ დაგვტოვის არასდროს.




No comments:

Post a Comment