Sunday, May 19, 2024

რით ვერ გაითავისე!

დედა - ქალი, მამა - კაცი,
შვილიც თავის ადგილზე,
ოჯახი რომ წმინდა არის,
რით ვერ გაითავისე!

კაცი - მამა-მარჩენალი,
დედა - ბურჯი ოჯახის,
არ დაუგდოთ იმას ყური,
ვინც სხვაგვარად მოგვძახის.

ქალს ეჭირა ქვეყნის დროშა,
შვილებს ზრდიდა იმისთვის,
შეენახათ ვაჟს და ასულს
ქვეყნის ნამუს - სინდისი.

კაცს ებარა ქვეყნის ბჭენი,
მერე როგორ მარჯვობდა,
ცალი ხელით ხანჯალი და
თან ნამგალი დაჰქონდა.

დედა - ქალი, მამა - კაცი,
შვილიც თავის ადგილზე,
ოჯახი რომ წმინდა არის,
რით ვერ გაითავისე!






მოვკვდები და...

 მოვკვდები და...

მოვკვდები და დამიტევს
კუბოს ოთხი ფიცარი,
გამოჩნდება, მოყვასი
ვინც იყო და ვინც არი,
თუ გადარჩა ეს სული
ნიავივით ცინცხალი,
უფალს მიემატება
სამწყემსავად ციცარი.
მიწაზე კი გაჩნდება
ერთი ციცინათელა,
დარჩენილთა ხსოვნაში
მოკიაფე სანთელად.
მოვკვდები და დამიტევს
კუბოს ოთხი ფიცარი,
გამოჩნდება, მოყვასი
ვინც იყო და ვინც არი...
მაია დიაკონიძე
17.05.2024 წელი

ოსტატის მარჯვენა

 ცამდე კოშკები რომ ააგო, რაზედ ირჯები,

თუ არ ხარ გიჟი, ხელი ანდა უსაზმოდ ქველი?!
მხოლოდ მდიდართა გაამზადეთ თქვენი მაჯები,
ყალბი ღიმილით, სიყვარულით ჩაგჭიდონ ხელი,
თორემ მარჯვენა, ღვთის ტაძარი ააგო რითაც,
ოსტატს მოსჭრეს და ჩაატანეს შავ და ბნელ მიწას.

Saturday, May 18, 2024

გინდოდა გეთქვა

 რომ არ გიყვარვარ, გინდოდა გეთქვა,

და მეც გავიგე, რისი თქმაც გსურდა,
როცა ლურჯი ცა სამოსად გეცვა,
ჩემთან ეს გრძნობა მოვიდა ჩუმად,
ამიყვავილა დამაჭკნარი ბაღი,
გულს ჩამიღვარა ულევი სითბო,
თუ მოტანილი იყო ის ქარის,
დაე, ქარებმა წაიღონ თვითონ.

ნეტავ, სად იყავი?! (სატრფიალო)

 ნეტავ, სად იყავი?!

მე შენზე სიზმრებით ამევსო თვალები
და როცა სინათლემ შავი ცა გაწმინდა,
ისევ იმ ცისაკენ ნელ-ნელა წავედი,
გაწვიმდა.
მუქ ღრუბლებს დაეპყროთ ზეცის სარეცელი,
მეგონა, მიყვარდი ალბათ თუ აკვნიდან,
მაგრამ მე ეს გული ტკივილზე ავცერი,
არ მინდა.
მიყვარდე ასე თუ ისე, იმნაირად,
გამევსო თვალები მე შენზე სიზმარით,
თვალით კი არასდროს რომ არ მინახიხარ,
ნეტავ, სად იყავი!
მაია დიაკონიძე
18.05. 2024წელი

MEMENTO, Federico García Lorca (1898-1936), ,,მემენტო", თარგმანი მაია დიაკონიძის

 დღეს ფედერიკო გარსია ლორკას ამ ლექსის ორ თარგმანს წარმოგიდგენთ, არ ვიცი, რომელი მოგეწონებათ:

MEMENTO
Cuando yo me muera,
enterradme con mi guitarra
bajo la arena.
Cuando yo me muera,
entre los naranjos
y la hierbabuena.
Cuando yo me muera,
enterradme si queréis
en una veleta.
¡Cuando yo me muera!
Federico García Lorca (1898-1936)
,,მემენტო"
როცა მოვკვდები, ჩემი გიტარით
მდინარის ქვიშაში დამმარხეთ,
როცა მოვკვდები, ფორთოხლის ძველ ბაღში
ყვითელ ყვავილებში დამმარხეთ,
როცა მოვკვდები, ქარის ფლუგერი
ვიქნები ძველ სახურავზე,
როცა მოვკვდები, იყოს სიწყნარე.
თარგმანი მაია დიაკონიძის
2.11.2023 წელი
,,მემენტო"
როცა მოვკვდები, ჩემი გიტარით
მსურს მიმაბაროთ მდინარის ქვიშას,
ანდა ფორთოხლის ბაღის ბოლოში,
ნაზ ყვავილებში დამიდეთ ბინა.
ძველ სახურავზე ქარის ფლუგერი
გავხდე იქნება ბებერი სახლის,
როცა მოვკვდები, როცა მოვკვდები,
თქვენ, მეგობრებო, სიჩუმე ჰყავით!
თარგმანი მაია დიაკონიძის
11/3/23 8:58 PM

ხალხურ მოტივებზე

 ხან სუყველანი მადარდებს,

ხან კი მადარდებს არც ვინა,

ხან ბროლის მიდგას სასახლე,

ხან ვიარები  კარვითა.

ხან ბნელი ღამე მიზიდავს,

უვარსკვლავო და უმთვარო,

ხან ზეცა მიყვარს ციმციმა,

თვალნი ნახატნი უკალმოდ.

რომ შემცქერიან ეშხითა,

გუზგუზა ნაკვერჩხალებით,

მივაჩერდები სევდითა,

დამდაგველს ცეცხლის ალებით.

ხან ცოდვას ცოდვას ვამატებ,

ხან უმანკო ვარ კრავივით...

ოხერი წუთისოფელი

გვერდზე ჩრდილივით ჩაივლის.


ნეტავ, რას გადაგეკიდე

 ნეტავ, რას გადაგეკიდე,

არც რაი მინდა შენგან,

თვალზე ცრემლები მამკიდე,

გადავქცეულვარ სევდად.

ჭრელია წუთისოფელი,

ჩვენ კი ამ მიწის მტვერი,

ზოგი მოყვარე გგონია

და აღმოჩნდება მტერი.

 ნეტავ, რას გადაგეკიდე,

არც რაი მინდა შენგან,

თვალზე ცრემლები მამკიდე,

გადავქცეულვარ სევდად.

3/3/24 3:15 PM


Friday, May 17, 2024

ნუ ბრაზდები!

 ნუ ბრაზდები, სულო ჩემო,

სულმა მხოლოდ ფრენა იცის,

რა ვქნა, რომ მიყვარხარ, გჩემობ,

ფრთებს ვიზომებ ლაჟვარდისთვის.

წამოგყვება ჩემი სული

ცაში, ხმელზე გინდა იყო,

თუ კი მზე ხარ ამოსული,

როგორა ვთქვა, სიზმარიყო.






.


მომაწვდინე, კაცის ძევ, ხელი...

 ჩამოვიფერთხე მთვარიანი ღამის ნაფლეთი,

რომ მპირდებოდა ნეტარებას, თვალის ახელას,
როგორ ეტევა, სულო, შენში დარდი ამდენი,
ვით ატარებდი შენ ტკივილებს, მიკვირს, ამხელას.

და გარდიგარდმო თუ გადარჩა ჩვენ შორის ხიდი,
იმ ხიდზე შევხვდეთ, მომაწვდინე, კაცის ძევ, ხელი,
თუ კადრებივით პეიზაჟებს ჭრიდი და ცვლიდი,
გემახსოვრება შენ სამშობლო - დაჭრილი შველი?!










Wednesday, May 15, 2024

შენი სიმშვიდე მაოცებს!

შენი სიმშვიდე მაოცებს,

შენ კი სიგიჟე ჩემი,

ვეწვევი ზეცის სარეცელს,

გამომესხმევა ფრთები.

შენ მეკითხები: - სადა ხარ,

მე გეუბნები -  ცაში,

მერანი ჩემი ქათქათა

ღრუბელთა ტევრში დაჰქრის,

თავბუდამხვევი სისწრაფით,

ვეცემი ქვებზე დაბლა,

ჩემი სიცოცხლის წამების

ხელახლა ვიწყებ ათვლას.






ვხუმრობ უსიტყვოდ...

ვხუმრობ უსიტყვოდ, შენ ჩემი გესმის,

და არ გჭირდება ზოგჯერ ყურები,

თითქოს მგზავრი ვარ ნავის თუ გემის,

ვით ცის, ვერ ვძღები შენი ყურებით.

ისე ახლოს ხარ და თან ხარ შორი,

შენ ცა ხარ, მე კი უბრალო მგზავრი,

და ალბათ ერთერთს, მრავალთა შორის,

შენ მიეც ამ ჩემს ცხოვრებას აზრი.




ზურგით ვწევარ და მიკოცნი კისერს, მხრებს, თმებს და ასე... აღარ შევყვები... შენ რომ გიყვარდა ქალი,_ მე ის ვერ ვარ, თუმც კვლავ მიყვარს შენი შეხება. მიყვარს შენი ხმის ფარული სევდაც, შენი ღიმილის შუქი მზიანი, მე მიგატოვე ფიქრებში სადაც, იქვე მეც გავტყდი და დავზიანდი. ვწევართ, სხეულით გგრძნობ შენ და შენს მკლავს და რასაცა ვქმნით, ვტკბებით იმ ფონით, ზურგით ვწევარ და იმის შიში მკლავს: თუ მოვტრიალდი, რომ ვერ გიპოვნი...

შენ მე მეკუთვნი მარტო! (პატრიოტული)

შენ მე მეკუთვნი მარტო!
სიგრძე-განი ვერ გიპოვე,
ვერშესადარო ცაო,
ერთურთს სულ სხვები გცილობენ,
შენ მე მეკუთვნი მარტო!
სამოთხესავით ლამაზო
მიწავ, გტირი და გდარდობ,
ვხედავ უცხო აქ დარბაზობს,
შენ მე მეკუთვნი მარტო!
ყანავ, ოქროსფრად ნაზარდო,
ტოროლავ, ლაღად ჰგალობ,
კანჯარო, კლდეზე მხტომელო,
შენ მე მეკუთვნი მარტო!
მოდი, სტუმარო, კეთილად,
მუდამ მოგელი, გნატრობ,
არც ნიკს, ბორისს თუ ზელიფხანს,
შენ მე მეკუთვნი მარტო!
მაია დიაკონიძე
15.05.2024 წელი





მინიმა

 გუგულმა ჩადო 

ჩემს გულშიაც 

თავისი კვერცხი

და გადავყევი 
იმის გამოზრდას!
მაია დიაკონიძე
14.05.2024 წელი

მინიმა

 ***

ფეხი დამიცდა ქვიშაზე,
კენჭებს ვეძებდი როცა,
ზღვის ტალღამ გულში ჩამიკრა,
განა მაცალა მოცდა.
მაია დიაკონიძე
14.05.2024 წელი

არაფერი აღარ მიკვირს!

 ***†******

არაფერი აღარ მიკვირს,
ან რა უნდა გამიკვირდეს,
ვეღარ ვხედავ არაგვს მქუხარს,
მოუხურავს პირზე რიდე.
მაღლა მზე რომ ჩამოდგება,
იმასაც პირს აარიდებს,
დიდისთვის თუ აქვს მზადება,
თავის სათქმელს იტყვის კიდევ.
მაია დიაკონიძე
14.05.2024 წელი

ციცინათელას!

ციცინათელას!
დღისით შენ მხოლოდ ხოჭო ხარ,
შავი, ხეშეში ფრთებით,
ღამით კი შენი ნათელით
სამოთხესაც კი სწვდები.
მზისგან არეკლილ შუქს გვაძლევს,
მთვარე რძესავით თეთრი,
შენ კი, პატარა მფრინავო,
სხვებზე მეტი რამ გეთქმის.
დაგაქვს იმედი მგზავრისა,
რა ძალა მოგცა ღმერთმა,
დილას შევხვდებით ხვალისას,
ბნელს დავამარცხებთ ერთად.
მაია დიაკონიძე
13.05.2024 წელი


როდისღა ჩამოიხსნიან?!

***********
როდისღა ჩამოიხსნიან
კაცნი ბრჭყვიალა ნიღაბს,
ვერაფრით ამომიხსნია,
რაა ამ ნიღბის მიღმა.
ზოგი კეთილი მგონია,
თურმე ყოფილა მგელი,
სახის დანახვა როდია
უფალისათვის ძნელი.
მეც თავი იმას მივანდე,
მიცნობს, ადრე თუ გვიან,
დრო დამრჩა ალბათ იქამდე,
სანამ მომხვდება ტყვია.
მაია დიაკონიძე
14.05.2024 წელი

მინიმები

 *****

მე თუ კაცის აღარ მჯერა,
გამრუდებულს ვხედავ ძგიდეს,
ასეთ კაცთან სიახლოვეს,
ქრისტე ღმერთო, ამარიდე.
****
თუ კი გული აღარ გულობს,
აღარ ჰყავს ძმა საესავი,
როგორ ვენდო დავით ულუს
და გავიყო მასთან ტახტი..
******
სანამ გამიწვდა საბანი,
მანამ ვევნე და ვეწამე,
სხვას შევასწავლე ანბანი,
ჩემს თავს ვერარა ვუწამლე.
მაია დიაკონიძე
14.05.2024 წელი
ყველა რე

Monday, May 13, 2024

Марина Цветаева Шутили вы, шутила я, თარგმანები მაია დიაკონიძის, ბესო ხომერიკის, ზურაბ პაპიაშვილის, მეგი მოლოდინის

Марина Цветаева
Шутили вы, шутила я
И вы шутя так милы были,
Что я шутя влюбилась в вас,
Тогда, как вы ещо шутили.
Шутили вы, а я любила
И вы шутя мне надоели
И я шутя ушла от вас,
Тогда, как ви уже любили.
Всегда так было, есть и будет
И для того мы рождены,
Когда нас любят, мы не любим,
Когда не любят _ любим мы!

ოხუნჯობდით, ვოხუნჯობდი
და იყავით ისე თბილი,
ხუმრობით ხომ ყველას ჯობდით, 
დამეკარგა ტკბილი ძილი.
სიყვარულის მეგატონში,
ხუმრობაში მეც მომყირჭდით,
ამიტომაც მიგატოვეთ,
თქვენ შენოგრჩათ ტრფობის კვირტი.
ასე იყო, ასე არის,
კარგად არის ან თუ ავად,
რომ ვუყვარვართ, ჩვენ არ გვიყვარს,
როცა გვიყვარს, არ ვუყვარვართ.
4.11.2019 წელი
Published on
11/4/19 1:26 PM

ბესო ხომერიკის თარგმანი:

ხუმრობდით თქვენ და მეც გავიხუმრე

ამ ხუმრობაში ასეთი კარგი

მაშინ როცა თქვენ ჯერაც ხუმრობდით


ხუმრობ-ხუმრობით, მე შემიყვარდით



თქვენ ხუმრობდით და მე კი მიყვარდით


ამ ხუმრობაში მომბეზრდით ისე


მე მიგატოვეთ, თქვენ შეგიყვარდით

და მე კი ამ დროს, ვხუმრობდი ისევ




ასე იყო და ასე იქნება

ალბათ ხუმრობდა, როს გვქმნიდა ღმერთი

როცა ვუყვარვართ,მაშინ არ გვიყვარს

და როცა არა, მაშინ ჩვენ ვეტრფით


ზურაბ პაპიაშვილის თარგმანი:

თქვენ ხუმრობდით, მე ვხუმრობდი
და ასეთი საყვარელი
ხუმრობაში შემიყვარდით...
თქვენ ხუმრობა შეგრჩათ, ძველი.
თქვენ ხუმრობდით, მე მიყვარდით
და მომბეზრდა ეგ ხუმრობა,
მე ხუმრობით მიგატოვეთ,
მოგეძალათ თქვენ როს ტრფობა.
ასე იყო, არს, იქნება
და შობილნიც ვართ ჩვენ ამად,
როს ვუყვარვართ, ჩვენ არ გვიყვარს,
არ ვუყვარვართ _ გვიყვარს თავად.


მეგი მოლოდინის თარგმანი:


ხუმრობდით თქვენ და თან მეც ვხუმრობდი,
ისე მხიბლავდით ქარსა თუ დარში,
რომ შეგიყვარეთ ხუმრობ-ხუმრობით,
სანამ თქვენ ისევ ხუმრობდით, მაშინ.

ხუმრობდით თქვენ და მე კი მიყვარდით
ხუმრობაშივე მომწყინდით მალე,
თქვენგან წასვლით მე სიყვარულს ვკლავდი,
თქვენ კი ეტრფოდით უკვე ჩემს თვალებს.
დასაბამიდან სულ ასე მოგვდგამს,
ერთს თუ უმართლებს, მეორე დარდობს,
სხვის გრძნობას არ ვცნობთ, ვუყვარვართ, როცა,

თუ არ ვუყვარვართ, ჩვენ გვიყვარს ამ დროს! 

საიდან იწყება სამშობლო?, ავტ. მიხეილ მატუსოვსკი, С чего начинается Родина?, ст. Михаила Матусовского, თარგმანი მაია დიაკონიძის

 დღეს მინდა თარგმანი შემოგთავაზოთ მიხელ მატუსოვსკის ძალიან ცნობილი ლექსის ,,საიდან იწყება სამშობლო?", პოეტი დაიბადა უკრაინაში, ცოტა ქართული ვარიანტი გავაკეთე

საიდან იწყება სამშობლო?, ავტ. მიხეილ მატუსოვსკი, თარგმანი მაია დიაკონიძის

საიდან იწყება სამშობლო?
ანბანის სურათით ერთით,
ერთგული მეგობრის ღიმილით,
რომ ცხოვრობს ეზოში გვერდით.

იქნება იწყება სამშობლო,
აკვანთან სიმღერით დედის,
რაც გინდა მოგიწყონ გამოცდა,
იმას რომ წაგართმევს ვერვინ.

საიდან იწყება სამშობლო>
ჭიშკართან გათლილი სკამით,
ანდა იმ არყიდან, მინდორში
ნაზად რომ იხრება ქარით.

იქნება იწყება შაშვების
გალობით, წკრიალა ხმებით,
ანდა სოფლიდან იმ ბილიკით,
დასასრულს ზეცას რომ ერთვის.

საიდან იწყება სამშობლო?
ფანჯრებში ციალით შუქის,
ან იქნებ პაპის იმ შავჩოხით,
ამქვეყნად მთელ განძს რომ უდრის.

იქნება იწყება ვაგონის
რელსებზე კაკუნის ხმებით,
იმ ფიცით, რომლითაც ოდესღაც,
მის წინ მოიდრიკე ქედი.
თარგმანი მაია დიაკონიძის
13.05.2024 წელი

С чего начинается Родина?, ст. Михаила Матусовского

С чего начинается Родина?
С картинки в твоем букваре
С хороших и верных товарищей
Живущих в соседнем дворе
А может она начинается
С той песни, что пела нам мать
С того, что в любых испытаниях
У нас никому не отнять
С чего начинается Родина?
С заветной скамьи у ворот
С той самой берёзки, что во поле
Под ветром склоняясь, растёт
А может она начинается
С весенней запевки скворца
И с этой дороги просёлочной
Которой не видно конца
С чего начинается Родина?
С окошек горящих вдали
Со старой отцовской будёновки
Что где-то в шкафу мы нашли
А может она начинается
Со стука вагонных колес
И с клятвы которую в юности
Ты ей в своем сердце принёс

 


С чего начинается Родина?, ст. Михаила Матусовского)
С чего начинается Родина?С картинки в твоем буквареС хороших и верных товарищейЖивущих в соседнем дворе
А может она начинаетсяС той песни, что пела нам матьС того, что в любых испытанияхУ нас никому не отнять
С чего начинается Родина?С заветной скамьи у воротС той самой берёзки, что во полеПод ветром склоняясь, растёт
А может она начинаетсяС весенней запевки скворцаИ с этой дороги просёлочнойКоторой не видно конца
С чего начинается Родина?С окошек горящих вдалиСо старой отцовской будёновкиЧто где-то в шкафу мы нашли
А может она начинаетсяСо стука вагонных колесИ с клятвы которую в юностиТы ей в своем сердце принёс

საიდან იწყება სამშობლო,
ანბანის სურათით ერთით,
ერთგული მეგობრის ღიმილით, 
რომ ცხოვრობს ეზოში გვერდით.

იქნება იწყება სამშობლო,
აკვანთან სიმღერით დედის,
რაც გინდა მოგიწყონ გამოცდა,
იმას რომ წაგართმევს ვერვინ.

საიდან იწყება სამშობლო,
ჭიშკართან დამდგარი სკამით,
ანდა იმ არყიდან, მინდორში 
 ნაზად რომ იხრება ქარით.

იქნება იწყება შაშვების
გალობით, წკრიალა ხმებით,
ანდა სოფლიდან იმ ბილიკით,
დასასრულს ზეცას რომ ერთვის.

საიდან იწყება სამშობლო,
ფანჯრებში ციალით შუქის,
ან იქნებ პაპის იმ შავჩოხით,
ამქვეყნად მთელ განძს რომ უდრის.

იქნება იწყება ვაგონის
რელსებზე კაკუნის ხმებით,
იმ ფიცით, რომლითაც ოდესღაც,
მის წინ მოიდრიკე ქედი.