Saturday, May 4, 2024

შემეხიდე (ადამის ძეს!)

შემეხიდე!
(ადამის ძეს)
შემეხიდე, როგორც სვიმონ კვირინელი,
ჯვარი ვზიდო ამ ცხოვრების, მძიმე არის,
როცა ზეცას შეერევა ლილისფერი,
შეიღება მისასვლელი ღმერთთან კარი.
მანამდე კი მომაწოდე, ძმაო,ხელი,
ფეხს ნუ მიდებ, არ გამომკრა უცებ სარმა,
გამოგიწვდის შენც ცოდვის ხილს ჭრელი გველი,
რომ პასუხი ზღოს ბადიშმა, შენმა გვარმა.
შემეხიდე, როგორც სვიმონ კვირინელი,
ჯვარი ვზიდო ამ ცხოვრების, მძიმე არის,
როცა ზეცას შეერევა შეერევა ლილისფერი,
შეიღება მისასვლელი ღმერთთან კარი.
მაია დიაკონიძე
4.05. 2024 წელი


No comments:

Post a Comment