Wednesday, May 22, 2024

დროის მატარებელი

მატარებლები მიჰქრიან, 

თან გავაყოლე ბავშვობა,

ვადევნებ აზრებს ფიქრიანს

უღრუბლო ახალგაზრდობას.


არ ცხრება მატარებელი,

ბორბლებს გაუდით გრიალი,

თავზე ირაოდ მევლება

ამ სოფლის ორომტრიალი,


მეხვივნენ ცრუ მოყვასები,

მუხლზე ვიდექი აჯებით,

მაინც სად იყვნენ ამდენი 

ეშმაკები და ქაჯები.

ვერავის ვერ შევასმინე

ამ ჩემი გულის ნადები.

21.05. 2024 წელი



No comments:

Post a Comment