Sunday, May 19, 2024

მოვკვდები და...

 მოვკვდები და...

მოვკვდები და დამიტევს
კუბოს ოთხი ფიცარი,
გამოჩნდება, მოყვასი
ვინც იყო და ვინც არი,
თუ გადარჩა ეს სული
ნიავივით ცინცხალი,
უფალს მიემატება
სამწყემსავად ციცარი.
მიწაზე კი გაჩნდება
ერთი ციცინათელა,
დარჩენილთა ხსოვნაში
მოკიაფე სანთელად.
მოვკვდები და დამიტევს
კუბოს ოთხი ფიცარი,
გამოჩნდება, მოყვასი
ვინც იყო და ვინც არი...
მაია დიაკონიძე
17.05.2024 წელი

No comments:

Post a Comment