Sunday, May 26, 2024

მე კავატინას ვმღეროდი!

მე კავატინას ვმღეროდი!
მე კავატინას ვმღეროდი,
შენ კი კანტატას არიას,
ამ საოპერო სცენაზე
როლები ვინღამ არია.
ყვავი ბულბულსა თამაშობს,
სვავი შაშვის ხმას იჩემებს,
პარტერში ნეტავ რა უნდათ,
ამდენა გადამთიელებს.
მე კავატინას ვმღეროდი,
შენ კი კანტატას არიას,
ამ საოპერო სცენაზე
როლები ვინღამ არია.
მაია დიაკონიძე
26.05. 2024 წელი
კავატინა - არიის ნაირსახეობა

No comments:

Post a Comment