Wednesday, May 15, 2024

ვხუმრობ უსიტყვოდ...

ვხუმრობ უსიტყვოდ, შენ ჩემი გესმის,

და არ გჭირდება ზოგჯერ ყურები,

თითქოს მგზავრი ვარ ნავის თუ გემის,

ვით ცის, ვერ ვძღები შენი ყურებით.

ისე ახლოს ხარ და თან ხარ შორი,

შენ ცა ხარ, მე კი უბრალო მგზავრი,

და ალბათ ერთერთს, მრავალთა შორის,

შენ მიეც ამ ჩემს ცხოვრებას აზრი.




ზურგით ვწევარ და მიკოცნი კისერს, მხრებს, თმებს და ასე... აღარ შევყვები... შენ რომ გიყვარდა ქალი,_ მე ის ვერ ვარ, თუმც კვლავ მიყვარს შენი შეხება. მიყვარს შენი ხმის ფარული სევდაც, შენი ღიმილის შუქი მზიანი, მე მიგატოვე ფიქრებში სადაც, იქვე მეც გავტყდი და დავზიანდი. ვწევართ, სხეულით გგრძნობ შენ და შენს მკლავს და რასაცა ვქმნით, ვტკბებით იმ ფონით, ზურგით ვწევარ და იმის შიში მკლავს: თუ მოვტრიალდი, რომ ვერ გიპოვნი...

No comments:

Post a Comment