Monday, May 20, 2024

შემაძლებინე, უფალო!

შემაძლებინე, უფალო!
შემაძლებინე, უფალო,
ცუდის და კარგის გარჩევა,
გარშემო ყველას ვერთგულობ,
ვეღარ ვაკეთებ არჩევანს,
არ მინდა ვინმე რომ იქცეს
ჩემდა მგობელად, მაწყევრად,
ისეთს ნუ ჩამადენინებ,
ვერ შევძლო ფრთების აწევა.
მხოლოდ სიკეთე ჩამიდგი
თვალსა და გულის არეში,
მომეც გაძლება შავი დღის,
გადამასახლე ზვარეში.
ბავშვის ფიქრები მომეცი,
ვიფრინო მთასა და ბარში,
მარგალიტებით მოფენილ
იღბალს ვეწვიო ზღაპარში.
მაია დიაკონიძე
20.05. 2024 წელი

No comments:

Post a Comment