ჩანახატი
ციდან თითქოს მელანი ჩამოიღვარა, ათასობით მელნის წვეთი დაეშვა დედამიწისკენ, ამოავსო ორმოები, ღრმულები, ყვავილების გვირგვინები, წყლის ჭურჭელი, ვიღაცებს ეზოებში რომ დაეტოვებინათ, წყლის ჭავლი დაღმართზე დაეშვა, ის იყო, მეც უნდა შევერთებოდი მელნის ზღვას, რომ ბებიას აფორიაქებული ხმა შემომესმა, - შემოდი, გოგო, სახლში, არ გაცივდე.
უკმაყოფილოდ შევბრუნდი. მინდოდა, ფეხშიშველა გავქცეულიყავი და მელნის გუბეებში ჩამეხედა. დარწმუნებული ვიყავი, თითოეულში პატარა ზღაპარი იმალებოდა. ბებიამ პირსახოცი მომაწოდა და გამიღიმა.
– რას უყურებდი ასეთი ინტერესით, რა წვიმა პირველად ნახე?!?
– მგონია, ცა წერილებს გვიგზავნის. - მთელი სერიოზულობით ვუთხარი ბებიას.
– შეიძლება მართლაც, – მითხრა მან. – ოღონდ ასეთი წერილების წაკითხვა ყველას არ შეუძლია.
მხოლოდ წლების მერე შევძელი ეს წერილები წამეკითხა.
მაია დიაკონიძე
28.06.2026 წელი
Sunday, June 28, 2026
ჩანახატი (მელნისფერი წვიმის წერილები)
როგორ მინდოდა (სატრფიალო)
სატრფიალო ლირიკიდან:
როგორ მინდოდა
როგორ მინდოდა, გეთქვა:,,მიყვარხარ",
ხნულს გაავლებდი, გასწევდი ერქვანს,
თუმც ნაოცნებარ, ფერმკრთალ მირაჟად
დარჩი და გული დააზრო სეტყვამ.
სამყაროს შევრჩით, როგორც გერები,
თეთრი და შავი, - კაჭკაჭის ბოლო,
ჭადრაკის დაფას მეფედ ერგები,
მე კი დედოფლად დავრჩები მხოლოდ.
მაია დიაკონიძე
26.06.2026 წელი
Friday, June 26, 2026
სახუმარო
სახუმარო:
შეხვედრა, ჩანახატი
გუშინ ავტობუსში ავედი ,,დინამოს" სტადიონთან. ქალი შევნიშნე, მოლურჯო-მომწვანო თვალებით, თავსაფარწაკრული, როგორც მუსულმანი ქალები არიან შემოსილები, ისე იყო ჩაცმული. ჩემდა გასაკვირად, თეთრი პირისახე ჰქონდა და არ ჰგავდა აღმოსავლეთის ასულს. ქართველი მეგონა, ალბათ, აჭარელია, გავიფიქრე. მის გვერდზე ადგილი გათავისუფლდა, მიიწია და დამსვა, ჩემდა უნებურად ვკითხე, ქართველი ხარ? ,,I don't speak Georgian". - არ ვლაპარაკობ ქართულად, - ინგლისურად მიპასუხა. მერე ტელეფონზე აკრიფა ტექსტი ქართულად: ,,რისი თქმა გინდოდათ?", ეტყობა რამე პროგრამას ათარგმნინა. ინგლისურად ვუთხარი: ,,You are a beautiful woman." - ლამაზი ქალი ბრძანდებით. უცებ გერმანულად მკითხა: ,,Sprechen Sie Deutsch?" გამეხარდა ეს შეკითხვა, გერმანული უკეთესად ვიცი, ვიდრე ინგლისური. ბავშვობაში და ახალგაზრდობაში ვსწავლობდი, ერთ დროს კარგადაც ვიცოდი, მაგრამ ახლა კი ცოტა დავიბენი. ვუთხარი: ,,wenig", ცოტა, თან თითებით ვაჩვენე, ორი თითი მივუახლოვე ერთმანეთს. ახლა გერმანულად გავუმეორე ,,Du bist eine schöne Frau"- თქვენ ლამაზი ქალი ხართ. გაიცინა, მარგალიტის კბილები გამოაჩინა. ,,Ich wollte das Gleiche sagen – Sie haben wunderschöne Augen."მითხრა. დაახლოვებით მივხვდი, რასაც მეუბნებოდა,: იგივე მინდოდა მეთქვა, ულამაზესი თვალები გაქვთო. ასე გავუცვალეთ ერთმანეთს ქათინაურები მე და ამ მუსულმანმა ქალბატონმა. ბოლოს მითხრა, პირველი ქართველი ქალბატონი ხართ, ვინც გერმანულად დამელაპარაკაო. იმის თქმაც მოვასწარი: ,,Ich habe in der Schule Deutsch gelernt, aber ich habe vieles vergessen." სკოლაში გერმანულს ვსწავლობდი, მაგრამ დამავიწყდა მეთქი. ჩასვლის დროც მოვიდა, დავემშვიდობე, ,,Auf Wiedersehen, schöne Frau." - ნახვამდის მშვენიერო ქალბატონო. ისიც დამემშვიდობა: ,,Auf Wiedersehen" - ნახვამდის.
Wednesday, June 24, 2026
ისეთი ლამაზი იყავ!
არ ვამჯობინოთ! (პატრიოტული}
არ ვამჯობინოთ
Monday, June 22, 2026
წიწილების მცველი (საბავშვო), იზოლდა ჭიპაშვილის ექსპრომტით
წიწილების მცველი
მინიმა
მინიმა
მაოცებს მკვდრების სიმაღლე,მიწიდან ზეცას სწვდებიან.
მერე იქიდან, დრო და ჟამ,
ჩრდილებად გვეფარებიან.
მაია დიაკონიძე
21.06.2026 წელი
მაიას რეცეპტებიდან
მაიას რჩევებიდან:
ცხოვრებაში ფარსი არის
ცხოვრებაში ფარსი არის
Sunday, June 21, 2026
არ გამეგონის! (რაჭას და რაჭველებს)
არ გამეგონოს!
ახლაც ვფურცლავ (მამას!)
სალაღობო (ხალხურ მოტივებზე)
სალაღობო
Saturday, June 20, 2026
სიზმარი
ფორთოხლის ბაღში დამპატიჟე, მოვედი გვიან,
ჩამავალი მზე ანათებდა ქარვისფერ ნაყოფს,
შენს თვალში შუქურვარსკვლავები ელვებად რბიან,
შენს ნატრულ სხეულს მიაგებენ სინათლეს სამყოფს.
ვიარეთ ბევრი, ბალახებში წვებოდა ღამე,
წითელ-ყვითელი ფორთოხლები ეყარა მოლზე,
სურვილი მკლავდა, დამეკოცნა მე შენი სახე,
და გადეარა თუნდაც სიკვდილს სიცოცხლის ფონზე.
შევჭამე მწიფე ფორთოხალი, შენც გაგიყავი,
იცინოდი და მარიგებდი, როგორაც ბრძენი,
ასე მეგონა, ჩვენ სამოთხის ბაღში ვიყავით,
და იმ სილაღეს ვერვინ აღწერს სიტყვით და ენით.
სიზმარი გაქრა, თავს დამადგა ნარნარი დილა
და უშენობის საოცარმა ტკივილმა შემკრა,
უცებ შეგნიშნე, იცინოდი ბავშვივით ტკბილად,
ხელში გეჭირა ფორთოხლების ლამაზი შეკვრა..
მაია დიაკონიძე
29.01.2024 წელი
მინიმა
მე დავამთავრე
მინიმა (ვერლიბრი)
მთვარიდან ძაფებით
Thursday, June 18, 2026
კონსტრუქციული კრიტიკის ძალა:
- არისტოტელე: „კრიტიკის თავიდან აცილება მარტივია: არაფერი თქვა, არაფერი გააკეთო და არაფერი იყო.“
- უინსტონ ჩერჩილი: „კრიტიკა სასიამოვნო არ არის, მაგრამ საჭიროა. ის ასრულებს იმავე ფუნქციას, რასაც ტკივილი სხეულში — მიუთითებს პრობლემის არსებობაზე.“
- ელბერტ ჰაბარდი: „გინდა თავი აარიდო კრიტიკას? – ნურაფერს გააკეთებ, ნურაფერს იტყვი და ნურაფერი იქნები.“
- მსოფლიო მასშტაბით ვერლიბრის (თავისუფალი ლექსის) ფუძემდებლად მიიჩნევა ამერიკელი პოეტი უოლტ უიტმენი, ხოლო ქართულ პოეზიაში მისი დამკვიდრება და განვითარება უკავშირდება გალაკტიონ ტაბიძისა და „ცისფერყანწელების“ სახელს.
- უოლტ უიტმენი (Walt Whitman) – მისი კრებული „ბალახის ფოთლები“ (1855) ითვლება თანამედროვე ვერლიბრის სათავედ.
- არტიურ რემბო და ჟიულ ლაფორგი – ფრანგი სიმბოლისტები, რომლებმაც ეს ფორმა ევროპაში დაამკვიდრეს. [1]
- გალაკტიონ ტაბიძე – პირველი ქართველი პოეტი, რომელმაც აქტიურად დაიწყო ვერლიბრის გამოყენება (მაგ: ცნობილი პოემა „ჯონ რიდი“).
- „ცისფერყანწელები“ (პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე, ვალერიან გაფრინდაშვილი) – მათ შემოიტანეს პირველი სისტემური ნიმუშები.
- ჯარჯი ფხოველი – ქართული ვერლიბრის ერთ-ერთი ფუძემდებელი, რომელმაც ეს ჟანრი მე-20 საუკუნეში კიდევ უფრო განავითარა.
- ბესიკ ხარანაული და ოთარ ჭილაძე – პოეტები, რომლებმაც მე-20 საუკუნის 60-70-იან წლებში ვერლიბრის ხელახალი აღორძინება და პოპულარიზაცია დაიწყეს.
- ქართული ლიტერატურული კრიტიკის ფუძემდებლად, რომელსაც ქართული კრიტიკის მამას უწოდებენ, მიიჩნევა დიდი ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე ილია ჭავჭავაძე. [1]მისი 1861 წელს გამოქვეყნებული წერილი „გამოცანის პასუხი“ (ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსების კრებულის რეცენზია) ითვლება პროფესიული ქართული ლიტერატურული კრიტიკის პირველ ნიმუშად. მან საფუძველი ჩაუყარა რეალიზმს, ესთეტიკურ სიზუსტესა და კრიტიკულ აზროვნებას.
- თამაზ წივწივაძე (1942–2018) იყო გამორჩეული ქართველი ლიტერატურის კრიტიკოსი, პუბლიცისტი და საქართველოს მწერალთა კავშირის ყოფილი თავმჯდომარე, რომელმაც უდიდესი გავლენა მოახდინა მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ქართულ კულტურულ და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე. იგი ცნობილი იყო თავისი მჭრელი, ირონიული, სხარტი და უკომპრომისო საავტორო სტილით
- პროფესიული მოღვაწეობა და კარიერათამაზ წივწივაძე წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ქვეყნის წამყვან ლიტერატურულ გამოცემებს:
- „ნობათი“: 1975 წლიდან იყო ჟურნალ „ცისკრის“ ამ ყოველთვიური დამატების რედაქტორი.
- „საუნჯე“: 1982 წლიდან სათავეში ედგა ალმანახის კრიტიკისა და პუბლიცისტიკის განყოფილებას.
- „ლიტერატურული საქართველო“: 1982 წლიდან გარდაცვალებამდე იყო ამ უმნიშვნელოვანესი გაზეთის მთავარი რედაქტორი.
- მწერალთა კავშირი: 1997 წლიდან იკავებდა საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარის პოზიციას.
- თამაზ წივწივაძემ საბჭოთა პერიოდის დოგმატური და ერთფეროვანი კრიტიკის ფონზე დაამკვიდრა სრულიად ახალი, თამამი და იუმორით გაჯერებული მიდგომა. იგი ტექსტებში ხშირად იყენებდა პაროდირებასა და მწერლების ლოგიკური შეცდომების ანაბეჭდზე გამოტანას, რის გამოც მკითხველი მის რეცენზიებს ყოველთვის დიდი ინტერესით ელოდა. [1]სიცოცხლის ბოლო ათწლეულებში იგი აქტიურად ჩაება პოლიტიკურ პუბლიცისტიკაშიც. თავის სტატიებში მკაცრად და ღიად აკრიტიკებდა თანამედროვე პოლიტიკურ რეჟიმებსა თუ დასავლურ გლობალიზაციურ პროცესებს, რის გამოც საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობას იწვევდა, თუმცა მისი ლიტერატურული ნიჭი და კალმის სიმახვილე ყველასგან აღიარებული რჩებოდა. [1, 2, 3]
- თამაზ წივწივაძის კრიტიკული წერილები გამოირჩევა საბჭოთა პერიოდის კონიუნქტურული, მხატვრულად მდარე ლიტერატურისადმი შეურიგებლობით, მახვილი იუმორითა და სარკაზმით. მან ერთფეროვანი და ქებისმოყვარე საბჭოთა რეცენზიების ნაცვლად მკითხველს შესთავაზა ცოცხალი, პოლემიკური და თამამი ანალიზი. [1, 2]მის კრიტიკულ მემკვიდრეობაში ცენტრალური ადგილი უკავია რამდენიმე უმნიშვნელოვანეს კრებულს:მთავარი კრიტიკული კრებულები
- „მართალს ვიტყვი...“ (1980): მისი ერთ-ერთი პირველი წიგნი, რომელმაც მკითხველის დიდი აღიარება მოუტანა და ხაზი გაუსვა ავტორის პირდაპირ ხელწერას.
- „ფრთხილად, წინ მკითხველია“ (1985/1986): ამ კრებულში წივწივაძე აქცენტს აკეთებს მწერლის პასუხისმგებლობაზე საზოგადოების წინაშე. იგი აკრიტიკებს ყალბ პათოსს და მოუწოდებს ავტორებს, პატივი სცენ მკითხველის გემოვნებას. [1, 2]
- „ლოზუნგების ქვეყანა“ (1990): გამორჩეული მწვავე პოლემიკური და ლიტერატურული წერილების კრებული, რომელიც ასახავს გარდამავალი ეპოქის კულტურულ და იდეოლოგიურ კრიზისს. [1, 2]
- „ერთ საშუალებას კიდევ ვცდი“ (1991): პუბლიცისტური და ლიტერატურული ძიებების გაგრძელება, სადაც წინა პლანზე შემოდის სატირა და ეროვნული პრობლემატიკა. [1, 2]
- „ახლა თქვენი დროა; აფერისტი კლეტკებში“ (2001): დამოუკიდებლობის შემდგომი
- შემოქმედებითი მეთოდი და გავლენაწვწივაძის, როგორც „მოდური და გავლენიანი კრიტიკოსის“ სიტყვას უდიდესი ფასი ჰქონდა. თუ ის ახალგაზრდა ან ნაკლებად ცნობილ ავტორს შეამჩნევდა, მისი ერთი რეცენზიაც კი საკმარისი იყო მწერლის წარმატებისთვის. [1]მაგალითად, მან გადამწყვეტი როლი ითამაშა პატიმრობაში მყოფი მწერლის, ზურაბ სამადაშვილის პირველი მოთხრობის („ვანია კნუროვი“) პოპულარიზაციაში. წივწივაძემ დაწერა, რომ ავტორს არ იცნობდა, მაგრამ ტექსტით უდავოდ სერიოზული მწერალი ჩანდა. მან ღია წერილით მიმართა ხელისუფლებასაც კი, რამაც ხელი შეუწყო ავტორის შეწყალებას. [, 2]მისი სტატიები იბეჭდებოდა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის არქივებში დაცულ „ლიტერატურულ საქართველოში“, რომლის გამოსვლასაც იმდროინდელი ინტელიგენცია და მკითხველი ყოველკვირეულად განსაკუთრებული ინტერესით ელოდა. [1, 2]თამაზ წივწივაძე დარჩა ქართული მწერლობის ისტორიაში, როგორც „ბასრი კალმის“ დიდოსტატი, რომელმაც ლიტერატურული კრიტიკა საზოგადოებრივი მორალის იარაღად აქცია.
- სიყვარულგანამსჭვალებიშევტრფოდი ამირსპასალარს,ძეს ინდოეთის მეფეთა,ვერ დამიფარა ამალამ,ვერცა სიფხიზლემ სეფეთა,იმასთან ყოფნის სურვილიგულს ისარივით მეკვეთა,ვერ დავიამე წყურვილი,მკლავზე ყაბაჩა მეკეთა.ქაჯეთს შემასვეს სამსალა,მადინეს ცრემლის ღვარები,ჩემმა სისხლ-ხორცმა გამთვალა,დამკიდა გლოვის ზარები.უნდა წავეღე თავსხმას და...ჩემს მზეს განა ეს ენება,გამომიხსნა და ცად დამსვა,ვარდმა დაიწყო თენება.მზე-ლომი ისე ბრდღვიალებს,ვეფხვის მეცა მაქვს ბრჭყალები,არ ვემდურები ტიალ ბედს,სიყვარულგანამსჭვალები.მაია დიაკონიძე2.03.2026 წელი
მუცალს!
შობის ისმის ზარები, მე მარტო ვარ ღამეში,
ურწმუნობის ფურცელზე დავდე ჩემი კალამი,
მოგონებავ, ამღერდი! სიამაყე გამირბის,
ვგრძნობ, დიადი ტკივილით დრო დადგა განახლების!
სადღაც იქ სიშორეში, ტაძრის შუქი აინთო,
როგორ არ მოვუსმინო საშობაო ზანზაკალს,
მასში დედის ძახილი, თხოვნა, საყვედურია,
გული ისე მიკვნესის, მსურს ვიტირო ხმამაღლა...
დიდხანს ვუსმენ ზარის ხმას ძე ადამის ტომიდან,
არავის არ ვჭირდები, ჩემი თავიც მომბეზრდა,
თან მცივა და თან ბნელა, გვერდზე მიაქვს ქარიშხალს
დიდი დღესასწაულის ხმაური და ოცნება.
დაბერებული ჭინჭარის ცეცხლით,
მიმწუხრში რეკენ სევდის ზარები,
წარსულის დღეთა გავქექე ფერფლი,
ციცინათელად დაფრენდი მინდვრად,
ისე გშვენოდა ღიმილი მნათი,
ხოდაბუნების სურნელი იდგა
და კიდევ... მზეში ნალესი თაფლის,
დამტოვე, მაგრამ ღამეულ ფერებს
ვეღარ ვიშორებ ცხადლივ და სიზმრად
და იმ მინდვრების ანარეკლს ვეძებ,
ველური თაფლის სუნი რომ იდგა.
თავდახრით ვუმზერ მწიფე თავთავებს,
შუადღის ხვატი ზეიმობს ბეცი,
ისევ მსუსხავენ შენი თვალები
დაბერებული ჭინჭარის ცეცხლით.
აღარაფერი
რაი ვქნა
(ხალხურ მოტივებზე)
გაბედე!