Wednesday, June 3, 2026

და სიყვარული მეცოტავება

 გული მაქვს ფართო, დაუტეველი.

როგორც ტყის დალის, ეგზომ თავნება,

ვით ციხე-კოშკი აუღებელი

და სიყვარული მეცოტავება.


სული შთამბერეთ ქრიგალ-ქარებო,

ამიყოლიოს კვირტების ფეთქვამ,

ვით ნიაღვარმა გრძნობამ წამლეკოს,

და იმ წამებში სიტყვაც კი ვერ ვთქვა.


გული მაქვს ფართო, დაუტეველი.

როგორც ტყის დალის, ეგზომ თავნება,

ვით ციხე-კოშკი აუღებელი

და სიყვარული მეცოტავება.

მაია დიაკონიძე

3.05.2026 წელი







No comments:

Post a Comment