და სიყვარული მეცოტავება
გული მაქვს ფართო, დაუტევნელი,
როგორც ტყის დალის, ეგზომ თავნება,
ვით ციხე-კოშკი აუღებელი...
და სიყვარული მეცოტავება.
სული შთამბერეთ ქრიგალ-ქარებო,
ამიყოლიოს კვირტების ფეთქვამ,
ვით ნიაღვარმა, გრძნობამ წამლეკოს,
და იმ წამებში სიტყვაც კი ვერ ვთქვა.
გული მაქვს ფართო, დაუტევნელი.
როგორც ტყის დალის, ეგზომ თავნება,
ვით ციხე-კოშკი აუღებელი
და სიყვარული მეცოტავება.
მაია დიაკონიძე
3.05.2026 წელი
No comments:
Post a Comment