ვუზიარებდით ერთმანეთს ჰაერს,
როგორც პეპლები ვფრინავდით ველზე,
გვიფრიალებდა ნიავი კაბებს,
დაგვიკოცნიდა ქათქათა ხელებს.
ჩვენი კისკისი აღწევდა მზემდე,
და გვირილები გვიხმობდნენ ტაშით,
მერე ცხოვრების ნიაღვარს ენდე,
გულღია, როგორც პატარა ბავშვი.
პეპელა მხოლოდ სამი დღე ცოცხლობს,
აეკიდება აშარი ქარი...
და დაუნდობლად მოუღებს ბოლოს...
ხელით გატარებ ვით ჩამჭკნარ ყვავილს.
No comments:
Post a Comment