დამბადებელო ყოველთა!
განა კი შენ მე არ მიცნობ,
მეც გცნობ, ჩემს სულს და უჯრედებს,
ხან ამინდივით ვარტისტობ,
სიტყვასაც ვამბობ უჯერებს..
მგონია, მეპატიება,
რაც არ უნდა ვქნა საჩემოდ,
ვიქეცი ერეტიკოსად,
ჩემო მამავ და გამჩენო
ამომივარდი გულიდან,
ხანდახან თავს შევახსენებ,
,,მაღლა არს ჩვენი უფალი",
დავლოცავ მე შენს სახელებს..
მხსნელო ,ცისა და ქვეყნისა,
დამბადებელო ყოველთა,
იხსენ ქვეყანა შერყვნისგან,
ნუ აქცევ სიძვის მოედნად.
მაია დიაკონიძე
9.06.2026 წელი
No comments:
Post a Comment