Tuesday, June 2, 2026

რატომ არ უნდა გინდოდეს!

 რატომ არ უნდა გინდოდეს?!

ახვართქალება ბალახის
რატომ არ უნდა გინდოდეს,
ყაყაჩოს ცქერა ან რად ღირს
გვირილებიან მინდორზე!
ნიავს მოჰქონდეს წყაროს ხმა,
ბიბილოს აგიწითლებდეს,
გეტყოდეს: ,,მალე ჩამოხვალ,
ნუ გამიცრუებ იმედებს".
ამტყდარი ჭექა-ქუხილი
ფიქრებს დაწყობილს გირევდეს,
არ მოგეკაროს წუხილი,
წვიმა სახლის გზას გიგებდეს.
ახვართქალება ბალახის
რატომ არ უნდა გინდოდეს,
ყაყაჩოს ცქერა ან რად ღირს
გვირილებიან მინდორზე!
მაია დიაკონიძე
26.05.2026 წელი

No comments:

Post a Comment