Wednesday, June 10, 2026

უცნაურობა, ავტ. გერმანე საზანოელი

უცნაურობა
მდინარიდან ნავაჟკაცარს
ღელე ფიჭვის ძირს ახორცებს,
გარიჟრაჟზე გორაკები
ჰფენენ ნისლის პირსახოცებს.
სხვა სამყაროვ, მარტოოდენ,
გართულებებს შენით შველი,
მაგრამ მაინც მოისმინე
მცხუნვარე მზის შენიშვნები.
ვით თამბაქოს ნისლის სვეტი,
დილის დუმილს დაგაქვს ბგერად,
გარიჟრაჟზე ზეცის ლექსი
სხივმა გუშინ აგამღერა.
თვით ვარსკვლავი, მაგრამ მაინც,
ერიდები ღამეს მზვერავს,
ნატრობ, მთვარე შეგიკერავს
მოქათქათე ღრუბლის პერანგს.
გაზაფხულიც ფიფქად აგშლის,
თოვლის ქვეშ, თან ფიქრით ნადენს,
ქარიც ჩონგურს დაიჭერს და
შეგქმნის ტკბილ -ტკბილ სერენადებს!
/გერმანე საზანოელი /
4/06/2026 წ.
საზანო

No comments:

Post a Comment