Sunday, June 28, 2026

როგორ მინდოდა (სატრფიალო)

სატრფიალო ლირიკიდან:
როგორ მინდოდა

როგორ მინდოდა, გეთქვა:,,მიყვარხარ",
ხნულს გაავლებდი, გასწევდი ერქვანს,
თუმც ნაოცნებარ, ფერმკრთალ მირაჟად
დარჩი და გული დააზრო სეტყვამ.

სამყაროს შევრჩით, როგორც გერები,
თეთრი და შავი, - კაჭკაჭის ბოლო,
ჭადრაკის დაფას მეფედ ერგები,
მე კი დედოფლად დავრჩები მხოლოდ.
მაია დიაკონიძე
26.06.2026 წელი



No comments:

Post a Comment