ახლაც ვფურცლავ...
ახლაც ვფურცლავ ჩანაწერებს მამისებს,
ვეფერები ბურთულიან კალამს,
ვიცი, ცრემლი თვალის გუგებს ამივსებს,
სული ძვირფას მოგონებებს მალავს.
დამიტოვა ფანტაზიის უნარი,
ტყე-ჭალაში მოსეირნე ბავშვის,
ახლა მეც ვგრძნობ მამაჩემის გუმანით,
ქარი ღრუბლებს საწვიმრად რომ აშლის.
გვთხოვა ბოლოს, გამიშვითო დედასთან,
დარდისაგან ფიქრი გაგვითეთრა,
დაესიზმრა ჩვენი ხარი ქედანა,
მასზე მსხდარი ბებო-პაპა ერთად.
მაია დიაკონიძე
21.06.2026 წელი
No comments:
Post a Comment