Sunday, June 21, 2026

სალაღობო (ხალხურ მოტივებზე)

 სალაღობო

(ხალხურ მოტივებზე)
მორბიხარ, მოჰყეფ არაგვო,
შორით გაისმის შენი ხმა,
,,შენ თავს არაფრით არ დავთმობ", –
მეძახდი, ღამით მესიზმრა.
მოვალ, განა თუ არ მოვალ,
დარდებს გულიდან გადაგყრი,
ვის მოსწყენია კარგობა,
იხარებ მზეის დანახვით.
არ ვგავარ ქალებს მთვარისებს,
არ მინდა მყავდე საცილო,
მოგძახებ სიტყვაფაქიზებს,
რომ კაეშანი გაცილო.
მაია დიაკონიძე
21.06.2022წელი

No comments:

Post a Comment