ცხოვრებაში ფარსი არის
ზღაპრებსა და არაკებში
სიყვარულის ვცანით არსი,
გვრჩება ნაა-არაკევი,
ცხოვრებაში ფარსი არის.
ნესტანის და ტარიელის
გრძნობა დიდი და თვითკმარი,
შეღობილა ბარიერით,
ცხოვრებაში ფარსი არის.
ვით მზე- მთვარე ვერ იქნება
ერთად, სხვაა მათი გვარი,
ეძებეთო, ცამ ინება...
ცხოვრებაში ფარსი არის.
მაია დიაკონიძე
22.06.2026 წელი
No comments:
Post a Comment