ეს მერამდენე შემოდგომა
ეს მერამდენე შემოდგომა
ილევა ჩემთვის,
ხმელი ფოთლების შარიშურის
სუიტა მესმის,
მახედ ქცეულა ამ სულისთვის
ხლართები ძეძვის,
კაცთა მოდგმისა არ მესმოდა,
არც ახლა მესმის.
ჩემი სამშობლოს ტკივილი და
დარდები მეწვის
და სასოებით გადავცქერი
თმოგვსა და ხერთვისს.
მაია დიაკონიძე
2.11.2026 წელი
No comments:
Post a Comment