Wednesday, November 11, 2026

თუკი არ გინდოდი სატრფიალო)

 თუკი არ გინდოდი, რაზე მეძახოდი,

თუკი სიყვარულსაც ყავლი გასდიოდა,

კაბა რომ მაჩუქე ყვავილტერაკოტის,

თურმე დავიწყების სუნი ასდიოდა..


ვეღარ მოვიბრუნე სული დანაკოდი,

ჩემი თვალის იებს ზეცა არიგებდა,

თითქოს მონუსხულმა მზერით ანაკონდის,

მუხლი მოვიყარე ზეცის კარიბჭესთან.



No comments:

Post a Comment