სიყვარულის ნოტები
(სიმღრა)
ხორუმს ცეკვავს ცელქი წვიმა,
სველდებიან ფოთლები,
ორთქლი ასდის ქართულ მიწას,
იწერება ნოტები..
გალურსულან ჩიტუნები,
აღარ ისმის გალობა,
სველი ხის ქვეშ ვიწურები,
ვფიქრობ: მოხვალ? არ მოხვალ?
და ეს გული წვიმასავით,
წკაპაწკუპობს, ფართხალებს,
იისფერი მინანქარი
მომანატრებს მაგ თვალებს.
სველდებიან ალუბლები,
შენი ტკბილი ტუჩები,
შენი თმების ბულულები
მახსენდება ურჩები.
ხორუმს ცეკვავს ცელქი წვიმა,
სველდებიან ფოთლები,
სიყვარული ცვივა ციდან,
სიყვარულის ნოტები.
გალურსულან ჩიტუნები,
აღარ ისმის გალობა,
სველი ხის ქვეშ ვიწურები,
ვფიქრობ: მოხვალ? არ მოხვალ?
ხორუმს ცეკვავს ცელქი წვიმა,
სველდებიან ფოთლები,
სიყვარული ცვივა ციდან,
სიყვარულის ნოტები.
სიყვარული ცვივა ციდან,
სიყვარულის ნოტები.
სიყვარულის ნოტები.
მაია დიაკონიძე
6.11.2026 წელი
No comments:
Post a Comment