ძლევას ვნატრობთ!
მგლების ნაცვლად ტურა კივის,
ძაღლის ნაცვლად კატა ღნავის,
ფერდში ქარი მივლის ცივი,
არ ვთქვა ღმერთთან სამდურავი?!
საყდარს ეშმა შეესია,
მოგვიკეტეს ტაძრის კარი,.
ყველგან ცოდვა, ერესია,
ძლევას ვნატრობთ ტაშისკარის.
მაია დიაკონიძე
28.11.2025 წელი
ტაშისკარის ბრძოლა - 1609 წელს სოფლის მიდამოებში მოხდა ტაშისკარის ბრძოლა. ქართველთა ლაშქარმა გიორგი სააკაძის სარდლობით გაანადგურა ოსმალთა და ყირიმელ თათართა ლაშქარი.
ნაკლების ჩვენება
No comments:
Post a Comment