Wednesday, November 18, 2026

სენტიმენტალური ვხდები!!!

 სენტიმენტალური ვხდები!!!

სენტიმენტალური ვხდები,
სხვისი ცრემლი მატირებს,
აის-დაისს გზნებით ვხვდები,
ვეფერები ნარჩიტებს.
ბავშვის სიცილი მაცინებს,
ვჭვრეტ ჩემს კეთილ ბავშვობას,
ბებო მეტყვის: ,,არ გაცივდე",
მესმის, როგორც გალობა,
სენტიმენტალური ვხდები,
სხვისი ცრემლი მატირებს,
აის- დაისს გზნებით ვხვდები,
ვეფერები ნარ- ჩიტებს.
მაია დიაკონიძე
16.11.2026 წელი

No comments:

Post a Comment