Thursday, June 18, 2026

 კონსტრუქციული კრიტიკის ძალა:

  • არისტოტელე: „კრიტიკის თავიდან აცილება მარტივია: არაფერი თქვა, არაფერი გააკეთო და არაფერი იყო.“
  • უინსტონ ჩერჩილი: „კრიტიკა სასიამოვნო არ არის, მაგრამ საჭიროა. ის ასრულებს იმავე ფუნქციას, რასაც ტკივილი სხეულში — მიუთითებს პრობლემის არსებობაზე.“
  • ელბერტ ჰაბარდი: „გინდა თავი აარიდო კრიტიკას? – ნურაფერს გააკეთებ, ნურაფერს იტყვი და ნურაფერი იქნები.“
  • მსოფლიო მასშტაბით ვერლიბრის (თავისუფალი ლექსის) ფუძემდებლად მიიჩნევა ამერიკელი პოეტი უოლტ უიტმენი, ხოლო ქართულ პოეზიაში მისი დამკვიდრება და განვითარება უკავშირდება გალაკტიონ ტაბიძისა და „ცისფერყანწელების“ სახელს.
  • უოლტ უიტმენი (Walt Whitman) – მისი კრებული „ბალახის ფოთლები“ (1855) ითვლება თანამედროვე ვერლიბრის სათავედ.
  • არტიურ რემბო და ჟიულ ლაფორგი – ფრანგი სიმბოლისტები, რომლებმაც ეს ფორმა ევროპაში დაამკვიდრეს. [1]
  • ქართული ლიტერატურა
    • გალაკტიონ ტაბიძე – პირველი ქართველი პოეტი, რომელმაც აქტიურად დაიწყო ვერლიბრის გამოყენება (მაგ: ცნობილი პოემა „ჯონ რიდი“).
    • „ცისფერყანწელები“ (პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე, ვალერიან გაფრინდაშვილი) – მათ შემოიტანეს პირველი სისტემური ნიმუშები.
    • ჯარჯი ფხოველი – ქართული ვერლიბრის ერთ-ერთი ფუძემდებელი, რომელმაც ეს ჟანრი მე-20 საუკუნეში კიდევ უფრო განავითარა.
    • ბესიკ ხარანაული და ოთარ ჭილაძე – პოეტები, რომლებმაც მე-20 საუკუნის 60-70-იან წლებში ვერლიბრის ხელახალი აღორძინება და პოპულარიზაცია დაიწყეს.
    • ქართული ლიტერატურული კრიტიკის ფუძემდებლად, რომელსაც ქართული კრიტიკის მამას უწოდებენ, მიიჩნევა დიდი ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე ილია ჭავჭავაძე. [1]
      მისი 1861 წელს გამოქვეყნებული წერილი „გამოცანის პასუხი“ (ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსების კრებულის რეცენზია) ითვლება პროფესიული ქართული ლიტერატურული კრიტიკის პირველ ნიმუშად. მან საფუძველი ჩაუყარა რეალიზმს, ესთეტიკურ სიზუსტესა და კრიტიკულ აზროვნებას.
    • თამაზ წივწივაძე (1942–2018) იყო გამორჩეული ქართველი ლიტერატურის კრიტიკოსი, პუბლიცისტი და საქართველოს მწერალთა კავშირის ყოფილი თავმჯდომარე, რომელმაც უდიდესი გავლენა მოახდინა მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ქართულ კულტურულ და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე. იგი ცნობილი იყო თავისი მჭრელი, ირონიული, სხარტი და უკომპრომისო საავტორო სტილით
    • პროფესიული მოღვაწეობა და კარიერა
      თამაზ წივწივაძე წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ქვეყნის წამყვან ლიტერატურულ გამოცემებს:
      • „ნობათი“: 1975 წლიდან იყო ჟურნალ „ცისკრის“ ამ ყოველთვიური დამატების რედაქტორი.
      • „საუნჯე“: 1982 წლიდან სათავეში ედგა ალმანახის კრიტიკისა და პუბლიცისტიკის განყოფილებას.
      • „ლიტერატურული საქართველო“: 1982 წლიდან გარდაცვალებამდე იყო ამ უმნიშვნელოვანესი გაზეთის მთავარი რედაქტორი.
      • მწერალთა კავშირი: 1997 წლიდან იკავებდა საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარის პოზიციას.
      • თამაზ წივწივაძემ საბჭოთა პერიოდის დოგმატური და ერთფეროვანი კრიტიკის ფონზე დაამკვიდრა სრულიად ახალი, თამამი და იუმორით გაჯერებული მიდგომა. იგი ტექსტებში ხშირად იყენებდა პაროდირებასა და მწერლების ლოგიკური შეცდომების ანაბეჭდზე გამოტანას, რის გამოც მკითხველი მის რეცენზიებს ყოველთვის დიდი ინტერესით ელოდა. [1]
        სიცოცხლის ბოლო ათწლეულებში იგი აქტიურად ჩაება პოლიტიკურ პუბლიცისტიკაშიც. თავის სტატიებში მკაცრად და ღიად აკრიტიკებდა თანამედროვე პოლიტიკურ რეჟიმებსა თუ დასავლურ გლობალიზაციურ პროცესებს, რის გამოც საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობას იწვევდა, თუმცა მისი ლიტერატურული ნიჭი და კალმის სიმახვილე ყველასგან აღიარებული რჩებოდა. [1, 2, 3]
      • თამაზ წივწივაძის კრიტიკული წერილები გამოირჩევა საბჭოთა პერიოდის კონიუნქტურული, მხატვრულად მდარე ლიტერატურისადმი შეურიგებლობით, მახვილი იუმორითა და სარკაზმით. მან ერთფეროვანი და ქებისმოყვარე საბჭოთა რეცენზიების ნაცვლად მკითხველს შესთავაზა ცოცხალი, პოლემიკური და თამამი ანალიზი. [1, 2]
        მის კრიტიკულ მემკვიდრეობაში ცენტრალური ადგილი უკავია რამდენიმე უმნიშვნელოვანეს კრებულს:
        მთავარი კრიტიკული კრებულები
        • მართალს ვიტყვი...“ (1980): მისი ერთ-ერთი პირველი წიგნი, რომელმაც მკითხველის დიდი აღიარება მოუტანა და ხაზი გაუსვა ავტორის პირდაპირ ხელწერას.
        • ფრთხილად, წინ მკითხველია“ (1985/1986): ამ კრებულში წივწივაძე აქცენტს აკეთებს მწერლის პასუხისმგებლობაზე საზოგადოების წინაშე. იგი აკრიტიკებს ყალბ პათოსს და მოუწოდებს ავტორებს, პატივი სცენ მკითხველის გემოვნებას. [1, 2]
        • ლოზუნგების ქვეყანა“ (1990): გამორჩეული მწვავე პოლემიკური და ლიტერატურული წერილების კრებული, რომელიც ასახავს გარდამავალი ეპოქის კულტურულ და იდეოლოგიურ კრიზისს. [1, 2]
        • ერთ საშუალებას კიდევ ვცდი“ (1991): პუბლიცისტური და ლიტერატურული ძიებების გაგრძელება, სადაც წინა პლანზე შემოდის სატირა და ეროვნული პრობლემატიკა. [1, 2]
        • ახლა თქვენი დროა; აფერისტი კლეტკებში“ (2001): დამოუკიდებლობის შემდგომი 
        • შემოქმედებითი მეთოდი და გავლენა
          წვწივაძის, როგორც „მოდური და გავლენიანი კრიტიკოსის“ სიტყვას უდიდესი ფასი ჰქონდა. თუ ის ახალგაზრდა ან ნაკლებად ცნობილ ავტორს შეამჩნევდა, მისი ერთი რეცენზიაც კი საკმარისი იყო მწერლის წარმატებისთვის. [1]
          მაგალითად, მან გადამწყვეტი როლი ითამაშა პატიმრობაში მყოფი მწერლის, ზურაბ სამადაშვილის პირველი მოთხრობის („ვანია კნუროვი“) პოპულარიზაციაში. წივწივაძემ დაწერა, რომ ავტორს არ იცნობდა, მაგრამ ტექსტით უდავოდ სერიოზული მწერალი ჩანდა. მან ღია წერილით მიმართა ხელისუფლებასაც კი, რამაც ხელი შეუწყო ავტორის შეწყალებას. [, 2]
          მისი სტატიები იბეჭდებოდა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის არქივებში დაცულ „ლიტერატურულ საქართველოში“, რომლის გამოსვლასაც იმდროინდელი ინტელიგენცია და მკითხველი ყოველკვირეულად განსაკუთრებული ინტერესით ელოდა. [1, 2]
          თამაზ წივწივაძე დარჩა ქართული მწერლობის ისტორიაში, როგორც „ბასრი კალმის“ დიდოსტატი, რომელმაც ლიტერატურული კრიტიკა საზოგადოებრივი მორალის იარაღად აქცია.




    • სიყვარულგანამსჭვალები
      შევტრფოდი ამირსპასალარს,
      ძეს ინდოეთის მეფეთა,
      ვერ დამიფარა ამალამ,
      ვერცა სიფხიზლემ სეფეთა,
      იმასთან ყოფნის სურვილი
      გულს ისარივით მეკვეთა,
      ვერ დავიამე წყურვილი,
      მკლავზე ყაბაჩა მეკეთა.
      ქაჯეთს შემასვეს სამსალა,
      მადინეს ცრემლის ღვარები,
      ჩემმა სისხლ-ხორცმა გამთვალა,
      დამკიდა გლოვის ზარები.
      უნდა წავეღე თავსხმას და...
      ჩემს მზეს განა ეს ენება,
      გამომიხსნა და ცად დამსვა,
      ვარდმა დაიწყო თენება.
      მზე-ლომი ისე ბრდღვიალებს,
      ვეფხვის მეცა მაქვს ბრჭყალები,
      არ ვემდურები ტიალ ბედს,
      სიყვარულგანამსჭვალები.
      მაია დიაკონიძე
      2.03.2026 წელი

     მუცალს!

    შენი თვალები მაგონებენ
    ფერმკრთალ ნათურებს,
    არ დაგცდენია შენ სიტყვები
    თხოვნა-მუდარის,
    ვიღაც ალუდას აბითურებს,
    წყევლის, ამტყუნებს,
    რომ არ მოგაჭრა შენ მარჯვენი
    ყმამან გუდანის.
    რად არ დაგსისხლა, ქავს არ მისცა
    შენი სულ-გული,
    რად დაიპყრო და აატირა
    შენმა ქარიზმამ,
    უფლისკენ სავალს გინათებდეს
    შუქურსუმბული,
    ხევსურმა იცის, რა პატივი
    აგოს ,,კაი ყმას".
    მაია დიაკონიძე
    10.06.2026 წელი
ერთით მეტი ვარ ყველაზე

თავზე მეტადაც მიყვარხარ,
მსურს, მოვისროლო ბადე,
ბედის ვარსკვლავს რომ მიჰყავხარ,
იმ ბილიკებზე დაგხვდე,
განა, ყომრალი ფიქრია
ნაოცნებარი ბევრის,
ნიავზე სწრაფად მიქრიან
საათები და წლები,
წაწალს წაგართვა მიჯნური,
ჩამოვაბურო ფარდა,
რომ ვეღარსაით დაგლანდოს,
ჩამოიღვენთოს დარდად.
ერთით მეტი ვარ ყველაზე, -
ასე არავინ გნატრობს,
შენი თვალების მინანქარს
მსურს შევხაროდე მარტო,
ცის სილურჯეს და ზღვის სივრცეს
სასწაულად რომ იტევს...
ჩავიძირები, მოვკვდები
და გავცოცხლდები ისევ.
ცა გინანავებს მზის აკვანს
და მზესთან ერთად გარწევს...
რა სავალალოდ შემომხვდი
ბრმა წუთისოფლის გზაზე!
მაია დიაკონიძე
14.09.2014 წელი

  სკეპტიკოსის შობა, ავტ. ჟიულ ლაფორგი

შობის ისმის ზარები, მე მარტო ვარ ღამეში,
ურწმუნობის ფურცელზე დავდე ჩემი კალამი,
მოგონებავ, ამღერდი! სიამაყე გამირბის,
ვგრძნობ, დიადი ტკივილით დრო დადგა განახლების!
სადღაც იქ სიშორეში, ტაძრის შუქი აინთო,
როგორ არ მოვუსმინო საშობაო ზანზაკალს,
მასში დედის ძახილი, თხოვნა, საყვედურია,
გული ისე მიკვნესის, მსურს ვიტირო ხმამაღლა...
დიდხანს ვუსმენ ზარის ხმას ძე ადამის ტომიდან,
არავის არ ვჭირდები, ჩემი თავიც მომბეზრდა,
თან მცივა და თან ბნელა, გვერდზე მიაქვს ქარიშხალს
დიდი დღესასწაულის ხმაური და ოცნება.

ვერა ვშველი გასაჭირს!
არც ბულბულის ხმა არ მესმის,
აღარც შაშვის ჭახჭახი,
წინა მხვდება გველის გესლი,
ვერა ვშველი გასაჭირს.
ჭირზე რაზედ ლამპარაკობ,
ამას იტყვის მავანი,
როგორ უნდა ალამპარო
თეთრი იასამანი..
თუ კი ჭირი უნდა მალო,
დამალავ კი, გგონია?!
ფატას ახდი, ნახავ სარძლო
გნოლია თუ ქორია.
მაია დიაკონიძე
17.06.2026 წელი

ისევ მსუსხავენ შენი თვალები
დაბერებული ჭინჭარის ცეცხლით,
მიმწუხრში რეკენ სევდის ზარები,
წარსულის დღეთა გავქექე ფერფლი,
ციცინათელად დაფრენდი მინდვრად,
ისე გშვენოდა ღიმილი მნათი,
ხოდაბუნების სურნელი იდგა
და კიდევ... მზეში ნალესი თაფლის,
დამტოვე, მაგრამ ღამეულ ფერებს
ვეღარ ვიშორებ ცხადლივ და სიზმრად
და იმ მინდვრების ანარეკლს ვეძებ,
ველური თაფლის სუნი რომ იდგა.
თავდახრით ვუმზერ მწიფე თავთავებს,
შუადღის ხვატი ზეიმობს ბეცი,
ისევ მსუსხავენ შენი თვალები
დაბერებული ჭინჭარის ცეცხლით.
მაია დიაკონიძე
26.01.2017 წელი

***
შენ ის აღარ ხარ, არც მე ის,
ერთმანეთი რომ გვიყვარდა,
სიყვარულობა ამდენი,
ნაღვერდალივით მინავლდა.
ვერ გააცოცხლა დილის მზემ,
ვერცა ღიმილის ნიღაბმა,
რომ მეძახოდი პირიმზეს,
კი დავიჯერე კინაღამ.
მაია დიაკონიე
8.06.2026 წელი

 აღარაფერი

აღარც შენა გაქვს ჩემთან სათქმელი,
აღარც მე არ მაქვს სალაპარაკო,
ნისლში გამქრალა მწიფე ძახველი,
ვერ შევძელ შენი გული განვაგო.
შორს დარჩა თეთრი ფიფქების ბარდნა,
შორს დარჩა თეთრი ია, ვარდნარი,
აღარაფერი - ეკლების გარდა,
აღარაფერი - მხოლოდ ავდარი.
მაია დიაკონიძე
1.04.2026 წელი

ტიალო წუთისოფელო!
(ხალხურ მოტივებზე)
რაად გინდა რომ მატირო,
რად დავისველო თვალები,
წამწამებს ნამი მამკიდო,
გულს ვიბრუნებდე წვალებით.
ყვავილებმ ფერი დაკარგონ,
მწვანე არ დარჩეს ბალახი,
ბედ ჩემ მე ვეღარ განვაგო,
ცხოვრება მაშინ რაღად ღირს.
ტიალო წუთისოფელო,
ხან შხამი დაგდის, ხან თაფლი,
მოყვასს ვუღალატ-ვუყელო,
ვით დამიტირებს არაგვი.
მაია დიაკონიძე
29.06.2023 წელი

ტიციანს!
შარვლის ჯიბეში პორტსიგარი,
გულის ჯიბეში - მიხაკი,
ტყვია საკმარია ორი გრამი,
ეშმამ აიფარა ნიღაბი.
რითმებს მივუყვები აცაბაცა,
რომ გამომესარჩლო, მეყოფა,
არა და აღარ გადანათდა,
მოჩანს საიდუმლო სერობა.
ვწელავ მატარებლის ლიანდაგებს,
იქნებ დრო მოგცენ საკმარი,
იქ ვინ დაგიგებდა ფიანდაზებს,
ყინვამ გაგიმზადა აკვანი.
მაია დიაკონიძე
5.04.2023 წელი

კლდეო!
კლდეო, რად დაგდის ცრემლები,
შენ ცის და ბარის ბინადარს,
თავით მაღლა ცას ეხები,
მიწა გიქცევავ ბინადა.
გული გაგიპო კაცის ძემ,
იმიტომ გვიმზერ ცივადა,
ე მანდ ლოდნი რომ დაიძრნენ,
ვხედავ, ცრემლებად გცვივადა.
მაია დიაკონიძე
8.05.2026 წელი

 რაი ვქნა

(ხალხურ მოტივებზე)

არ გიყვარვარ და რაი ვქნა,
არ გიყვარვარ და ნურც,
ხომ ვერ გავხდები ფატიმა,
ეშმაკს ვერ მივცემ სულს.
ველოდი სიტყვის მალაყებს,
არ წვიმს, როგორაც ქუხს,
შენი ცქერაღა მანაყრებს,
არ გიყვარვარ და ნურც.
მაია დიაკონიძე
11.02.2026 წელი

 გაბედე!

(ხალხურ მოტივებზე)
ყვაილი მხვდება დილითა,
სარკმელთან დანატოვარი...
როდემდე გინდა რომ იყო,
იდუმალ ღამის მსტოვარი...
შამხვდები, ენას ვერა სძრავ,
ჩემ წინ მუნჯივით მდგომარი,
ტოლებში გამორჩეული,
ვაჟკაცი შეუპოვარი...
თუ იცი, შენთვი ლოდინში
ბევრ ღამე მითენებია,
ათასჯერ ოცნებებშიაც
შენ მკლავზე ჩამძინებია...
გაბედე, ერთად დავლაშქროთ,
დევებად მდგარი მთებია,
თითებით ჩამამვარცხნოდი
ქარისგან ნაშალ თმებია.
მაია დიაკონიძე




No comments:

Post a Comment