ჩანახატი
ციდან თითქოს მელანი ჩამოიღვარა, ათასობით მელნის წვეთი დაეშვა დედამიწისკენ, ამოავსო ორმოები, ღრმულები, ყვავილების გვირგვინები, წყლის ჭურჭელი, ვიღაცებს ეზოებში რომ დაეტოვებინათ, წყლის ჭავლი დაღმართზე დაეშვა, ის იყო, მეც უნდა შევერთებოდი მელნის ზღვას, რომ ბებიას აფორიაქებული ხმა შემომესმა, - შემოდი, გოგო, სახლში, არ გაცივდე.
უკმაყოფილოდ შევბრუნდი. მინდოდა, ფეხშიშველა გავქცეულიყავი და მელნის გუბეებში ჩამეხედა. დარწმუნებული ვიყავი, თითოეულში პატარა ზღაპარი იმალებოდა. ბებიამ პირსახოცი მომაწოდა და გამიღიმა.
– რას უყურებდი ასეთი ინტერესით, რა წვიმა პირველად ნახე?!?
– მგონია, ცა წერილებს გვიგზავნის. - მთელი სერიოზულობით ვუთხარი ბებიას.
– შეიძლება მართლაც, – მითხრა მან. – ოღონდ ასეთი წერილების წაკითხვა ყველას არ შეუძლია.
მხოლოდ წლების მერე შევძელი ეს წერილები წამეკითხა.
მაია დიაკონიძე
28.06.2026 წელი
Sunday, June 28, 2026
ჩანახატი (მელნისფერი წვიმის წერილები)
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment