უცნობის წერილი
როცა ქარი დაგფოფინებს,
ილურსები, იყურსები,
თვალი გიგავს აფროდიტეს,
იასავით იყურები.
მაგ კრიალა საფირების
ცქერა განა ვინმეს დაღლის,
ეგ პატარა ვამპირები
თითქოს სისხლს წვეთ-წვეთად მაცლის.
არ გიყურო, არ მაქვს ძალა,
გიყურებ და გულზე მფხაჭნის,
ეს სიცოცხლე მადევს ვალად,
ვით თოჯინას ჭრელი ნაჭრის...
მაია დიაკონიძე
13. 06.2026 წელი
No comments:
Post a Comment