Monday, July 27, 2026

როცა ახლოა სიკვდილის წამი, თინათინ ღანიშაშვილის ექსპრომტით


როცა ახლოა სიკვდილის წამი
დაკარგულ დრო-ჟამს მივტირი ახლა,
როცა ახლოა სიკვდილის წამი,
სინანული ვით ფასკუნჯი მახლავს
და თვალებს მივსებს მტვრითა და ქარით.
მისი თეთრი ფრთა მეხება თავზე,
თითქოს ჩემს სულში სიყვარულს ეძებს,
მპირდება, როგორც ეგვიპტურ რამზესს,
მეც გამომიყვანს ბნელიდან მზეზე.
მაია დიაკონიძე
26.07.2026 წელი
ექსპრომტი
რა დროს სიკვდილთან გაბაასებაა,
შთანთქოს სიკვდილი ქვეყნის ნავსებმა ,
თქვენ კი მზეგრძელმა უნდა მოასწროთ
უკვდავების წყლით თასის ავსება,
თინათინ ღანიშაშვილი

No comments:

Post a Comment