Friday, July 3, 2026

ექსპრომტად, ელგუჯა ციგროშვილს დაბადების დღის აღსანიშნავად

ექსპრომტად
ვერ დავძარით შენი გული
შესახვედრად ჩვენსა,
რომ გალობა ნაზბულბულის
სამშობლოში გვესმას.
ჩააჟღურტულ-აჭიკჭიკო,
სიმღერა თქვა ბევრი,
გავამზადოთ საჭაშნიკოდ
რქაწითელი ქვევრის.
გელოდება წყალჭალა და
მთები უბერები,
დაგხვდებიან თმაჭაღარა
სიყრმის მეგობრები.
მაია დიაკონიძე
3.07.2026 წელი


No comments:

Post a Comment